Magdalena Posted September 26, 2018 Posted September 26, 2018 კორპორაცია Toyota Motor-ი გეგმავს თავის ახალ ავტომობილებში დანერგოს Android Auto პლატფორმის მხარდაჭერა. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Bloomberg-ი და აქვეყნებს ინფორმაციას, რაც მიიღო საკითხში გაცნობიერებული პირებისგან, რომლებიც ჯერჯერობით ანონიმად რჩებიან. სისტემა Android Auto, Apple-ის CarPlay-ის ანალოგიური გადაწყვეტილება, იძლევა სმარტფონის აპლიკაციებსა და ფუნქციებთან წვდომის საშუალებას ავტომობილის მედიაცენტრის მეშვეობით. მართვა ხორციელდება საჭეზე არსებული ღილაკების, სენსორული ეკრანისა და ხმოვანი დამხმარის საშუალებით. მიმდინარე წლის დასაწყისში Toyota-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მის ახალ ავტომობილებში, აგრეთვე Lexus-ის პრემიუმ კლასის მოდელებში, გამოჩნდებოდა Apple CarPlay-ის მხარდაჭერა. ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნებოდა Toyota-ს იმ მოდელებისთვის, რომელთა მედიასისტემაც Entune 3.0-ის ბაზაზე იყო, Lexus-ის შემთხვევაში კი - Enform 2.0 მედიასისტემაზე. ახლა კი, როგორც ჩანს, Toyota სულ მოკლე დროში (მიახლოებით ოქტომბერში) ოფიციალურად განაცხადებს Android Auto-ს მხარდაჭერის შესახებ. აქვე სტატისტიკისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Canalys-ის შეფასებების მიხედვით, Android Auto-სა ან (და) Apple CarPlay-ის მხარდაჭერა რეალიზებული იყო ახალი ავტომობილების 46%-ში ევროპის მასშტაბით და 52%-ში - ამერიკის ბაზარზე. https://3dnews.ru/975838 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.