Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Toyota Motor-ი გეგმავს თავის ახალ ავტომობილებში დანერგოს Android Auto პლატფორმის მხარდაჭერა. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Bloomberg-ი და აქვეყნებს ინფორმაციას, რაც მიიღო საკითხში გაცნობიერებული პირებისგან, რომლებიც ჯერჯერობით ანონიმად რჩებიან. 

                                  image.jpeg

სისტემა Android Auto, Apple-ის  CarPlay-ის ანალოგიური გადაწყვეტილება, იძლევა სმარტფონის აპლიკაციებსა და ფუნქციებთან  წვდომის საშუალებას ავტომობილის მედიაცენტრის მეშვეობით. მართვა ხორციელდება საჭეზე არსებული ღილაკების, სენსორული ეკრანისა და ხმოვანი დამხმარის საშუალებით. 

მიმდინარე წლის დასაწყისში Toyota-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მის ახალ ავტომობილებში, აგრეთვე Lexus-ის პრემიუმ კლასის მოდელებში, გამოჩნდებოდა Apple CarPlay-ის  მხარდაჭერა. ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნებოდა Toyota-ს იმ მოდელებისთვის, რომელთა მედიასისტემაც Entune 3.0-ის ბაზაზე იყო, Lexus-ის შემთხვევაში კი - Enform 2.0 მედიასისტემაზე. 

                                                image.jpeg

ახლა კი, როგორც ჩანს,  Toyota სულ მოკლე დროში (მიახლოებით ოქტომბერში) ოფიციალურად განაცხადებს Android Auto-ს მხარდაჭერის შესახებ 

აქვე სტატისტიკისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Canalys-ის შეფასებების მიხედვით, Android Auto-სა ან (და) Apple CarPlay-ის მხარდაჭერა რეალიზებული იყო ახალი ავტომობილების 46%-ში ევროპის მასშტაბით და 52%-ში - ამერიკის ბაზარზე. 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.