Magdalena Posted September 25, 2018 Posted September 25, 2018 ეს რა თქმა უნდა არ არის AirPower-ი, რომელსაც ასე ელოდა მომხმარებელი, თუმცა Belkin-ის უსადენო დამტენი Apple-ის ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვის საშუალებას იძლევა. უსადენო დამტენს აქვს დატენვის ორი პედი iPhone-სა და Apple Watch-ისთვის, აგრეთვე USB Type-A პორტი მესამე მოწყობილობის, მაგალითად, AirPod-ისთვის. დამტენი უზრუნველყოფს 7,5 ვტ Qi power-ს ყველა მოდელის iPhone-სთვის, რომელთა უსადენოდ დატენვაც შესაძლებელია, მათ შორისაა XS Max მოდელიც. მეორე მხრივ, იგი იძლევა 5 ვტ/1А-ის უზრუნველყოფას Apple Watch-ისა და USB პორტით მიერთებული მოწყობილობისთვის. მთლიანობაში, დამტენი აღჭურვილია 45ვტ-იანი AC ადაპტერით. Belkin-ის უსადენო დამტენის დაანონსება მოხდა მას შემდეგ, რაც Apple-ის პირველი უსადენო დამტენი AirPower-ის ვერ გაეშვა გაყიდვაში ნაკლოვანებების, კერძოდ, გადახურების პრობლემის გამო. Belkin-ის დამტენი, მართალია, არ არის ისეთივე მოსახერხებელი, როგორც Apple-ის AirPower-ი, მაგრამ იგი ნამდვილად უკეთესი არჩევნია ჩვეულებრივ კაბელიან დამტენებთან შედარებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი რეგულარულად გიწევთ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა. Belkin-ს აქვს განახლებული PowerHouse ვერსია ტრადიციული Lightning jack-ით. უსადენო დამტენი გაიყიდება დეკემბრიდან 159,99 $-ად. www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.