Magdalena Posted September 22, 2018 Posted September 22, 2018 ქსელურმა წყაროებმა გამოაქვეყნეს Nokia 7.1 Plus სმარტფონის პირველი ფოტოები, რომლის დამზადებაც უკვე დაასრულა HMD Global-მა და ამზადებს გამოსაშვებად. როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონს აქვს წვრილჩარჩოიანი დისპლეი ზედა ნაწილში მცირე ჭრილით. გამოყენებული იქნება Full HD+ ფორმატი 2280 × 1080 გაფართოებით და გვერდების 19:9-ზე შეფარდებით. სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით. კამერები განლაგებულია ვერტიკალურად, მათ ქვემოთ მოთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. უკანა მხარესვე იკითხება წარწერა - Android One. გვერდით ნაწილში მოცემულია ხმის რეგულირებისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. წყაროების ინფორმაციით, სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს Kryo 360-ის რვა ბირთვს 2,2 გჰც ტაქტის სიხშირით, და გრაფიკულ ამჩქარებელს Adreno 616-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, ფლეშ-მოდულის მოცულობა - 128 გბ. ასევე საუბარია 18 ვატიანი სწრაფი დატენვის ელემენტის მხარდაჭერაზე. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 9.0 Pie ოპერაციული სისტემით. https://3dnews.ru/975718 1 Quote
david_888 Posted September 22, 2018 Posted September 22, 2018 ტაში მეგობრებო სორი მარა ძაან კომუნისტური ტექსტი გამოვიდა კპსს სხდომა გამახსენა 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.