Magdalena Posted September 21, 2018 Posted September 21, 2018 Samsung-ი ოფიციალურად შევიდა სამკამერიანი სმარტფონების წარმოების პროცესში. კომპანიამ დააანონსა Galaxy A7 ევროპისა და აზიისთვის. ეს არის საშუალო რანგის სმარტფონი უკანა მხარეს უნიკალური სამი კამერით. იგი მოიცავს 24 მეგაპიქსელიან სენსორს ავტოფოკუსით, 5 მეგაპიქსელიან ღრმა ლინზას (“depth lens”), რომელიც გამოიყენება bokeh ეფექტისთვის, აგრეთვე მოიცავს 8 მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან ობიექტივს, რომელიც აფიქსირებს სივრცეს 120 გრადუსით. კამერათა სისტემის წყალობით ფაქტიურად ყველანაირი ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი, როგორსაც სმარტფონის მფლობელები ისურვებენ. Samsung Galaxy A7-ს აქვს 6 დუიმიანი Full HD + Super AMOLED დისპლეი, ბატარეა 3300 ამპერი/საათში, რვაბირთვიანი 2,2 გჰც-იანი ჩიპი (octa-core 2.2GHz chipset). სმარტფონი მუშაობს Android Oreo-ს ბაზაზე. ტელეფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მხოლოდ გამოსვლის თარიღი - 11 ოქტომბერი. ამ დრომდე, სამკამერიანი სმარტფონი ნანახი გვქონდა მხოლოდ Huawei P20 Pro-ს სახით. მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ Samsung-ი დამატებით კამერებს შემოგვთავაზებს თავის ფლაგმანური სმარტფონების სერიაში. მიმდინარე წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა Galaxy S10-ს ჰქონდეს ხუთი კამერა, თუმცა, Samsung-ის მობილური განყოფილების უფროსმა DJ Koh-მა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია ფოკუსირდება მიზანზე - საშუალო რანგის სმარტფონებს შესძინოს დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს იმ სეგმენტის მოთხოვნა, რომელთაც სურთ ახალი სმარტფონი, მაგრამ არ შეუძლიათ ფლაგმანური მობილურების შეძენა. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/20/17882238/samsung-galaxy-a7-phone-release-date-camera 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.