Magdalena Posted September 21, 2018 Posted September 21, 2018 Instagram-ს ნელი ტემპით, თუმცა თავდაჯერებულად მიჰყავს თავისი Direct-პლატფორმა შეტყობინებების გაცვლის სრულყოფილი პროდუქტისკენ, რაც თავისთავად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, ვინაიდან Instagram-ი ძირითადად პოპულარული და მოთხოვნადია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რომლებიც უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყენებენ Facebook-ს. ახალი ფუნქცია, რომელიც Instagram-მა შეიძინა, ეს არის GIF მხარდაჭერა Giphy-სგან. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ანიმირებული GIF-ფაილები - „ერთი ერთზე“ ანდა ჯგუფურ ჩატში. Instagram Direct-ში უკვე გამოჩნდა „ღილაკი“GIF. მასზე დაჭერისას შეგიძლიათ მოძებნოთ ტრენდული GIF-ები, მოძებნოთ ისინი საკვანძო საძიებო სიტყვის მიხედვით კონკრეტული მომხმარებლისთვის ან გამოიყენოთ „შემთხვევითი“ ვარიანტი სიურპრიზ GIF-ის გასაგზავნად. ეს ფუნქცია უკე გამოჩნდა iOS-სა და Android-ზე. Instagram-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით გამოყენებულ ნებისმიერ GIF-ს თანდართული ექნება კონტენტის შემქმნელის ატრიბუტები, ასე რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ ვისი შექმნილია ანიმაცია, რომელსაც ისინი იყენებენ. Instagram-ი აგრეთვე ქმნის საშუალებას „see all by creator”, რათა ხელი შუწყოს შემქმნელებს პლატფორმაზე მათი საქმიანობის განვითარებისთვის. /www.theverge.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.