Magdalena Posted September 19, 2018 Posted September 19, 2018 სმარტფონს გააჩნია 6,26 დუიმიანი დისპლეი დიაგონალზე. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია ორმაგი ფრონტალური კამერა 20 და 2 მილიონი პიქსელით. დისპლეის აქვს 2280 × 1080 რეზოლუცია. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია მეორე ორმაგი კამერა - იგი მოიცავს სენსორებს 12 და 5 მილიონი პიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე გვაქვს დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლის თითის ანაბეჭდის მიხედვით იდენტიფიკაციისთვის. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სმარტფონს ექნებოდა Snapdragon 660 პროცესორი, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იქნება Snapdragon 636 ჩიპი, რომელიც შეიცავს Qualcomm Kryo 260-ის 64 ბიტიან ბირთვს 1,8 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკულ ამჩქარებელს Qualcomm Adreno 509-ს და Qualcomm Snapdragon X12 LTE-ის ფიჭურ მოდემს. სმარტფონს აქვს 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 32 გბ მოცულობით, microSD ბარათის სლოტი, 3,5 მმ-იანი აუდიო ჯეკი და Micro-USB პორტი. სმარფონის კვების წყაროს წარმოადგენს 4000 ამპერი/საათში სიძლიერის ელემენტი. ტელეფონის გაბარიტებია 157,9 × 76,38 × 8,2 მმ. სმარტფონის ფერის მიხედვით მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგი წარმდგენილია შავ, ცისფერ, ვარდისფერ და წითელ ფერებში. სმარტფონის საორიენტაციო გასაყიდი ფასი დაახლოებით 200$-ია. https://3dnews.ru/975574 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now