Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                                5.jpg

მსოფლიო ბაზარი იმყოფება მობილური კავშირის მეხუთე აობის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამგვარი მხარდაჭერის სმარტფონებს უკვე ყველა წამყვანი კომპანია აწარმოებს. მაგრამ, როგორც  ექსპერტები აღნიშნავენ, 5G- ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ უახლოეს პერიოდში მოაგვარონ მოწყობილობის გადახურების პრობლემა. 

საქმე იმაშია, რომ მეხუთე თაობის კავშირი უზრუნველყოფს 4G/LTE-სთან შედარებით მონაცემების გადაცემას უფრო სწრაფად. გამშვები საშუალების სიჩქარემ თეორიულად შესაძლოა მიაღწიოს 20 გბიტ/ სიჩქარეს. ცხადია, რომ ასეთ სიჩქარეზე ინფორმაციის გაცვლა გამოიწვევს სმარტფონის ელექტრონულ ნაწილზე დატვირთვის ზრდას. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ სერიოზული ცვლილებები შეიტანონ თავიანთი სმარტფონების კონსტრუქციებში, რათა თავიდან აიცილონ გადახურება. კერძოდ, სმარტფონები აღიჭურვებიან დამატებითი გამაგრილებლებით. გარდა ამისა, 5G სმარტფონების შემქმნელები მასიურად გამოიყენებენ სითბურ მილებს. 

ბაზრის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ხელსაყრელია მობილური სისტემის გამაგრილებელი სისტემების მწარმოებელთათვის. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ მეხუთე თაობის მობილური კავშირების მხარდაჭერის მქონე სმარტფონებს ახლო პერიოდში წარმოგვიდგენენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Lenovo, Samsung, Huawei, OnePlus, OPPO და ა.შ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.