Magdalena Posted September 18, 2018 Posted September 18, 2018 სარეკლამო ვიდეორგოლში ჩინური კომპანია Elephone ირწმუნება, რომ შექმნა სმარტფონი, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში მუშაობისთვის და ამავე დროს, გააჩნია Quad HD დისპლეი 2560 × 1440 გაფართოებით. სმარტფონის სახელწოდებაა Elephone Soldier და მისი ღირებულება 190$-ს შეადგენს. Elephone Soldier-ის ეკრანის დიაგონალი 5,5 დუიმის ტოლია, აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, აქვს ცალკრისტალიანი სისტემა MediaTek Helio X25. ფლეშ-მოდულის მოცულობა მერყეობს 64-დან 128 გბ-მდე - დამოკიდებულია მოდიფიკაციის ღირებულებაზე. ოპერატიული მეხსიერებაა 4 გბ. Elephone Soldier-ის უკანა კამერა აწყობილია 21 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე, ფრონტალურ კამერას საფუძვლად აქვს 16 მეგაპიქსელიანი სენსორი. სმარტფონის კვების წყაროს წარმოადგენს ელემენტი 5000 ამპერი/საათში სიმძლავრით. სრული დატენვის შემდეგ სმარტფონი მუშაობს ორი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს დარტყმის, დაცემის გამძლე კორპუსი, ასევე გააჩნია წყლისგან და მტვერისგან დაცვის საშუალება IP68 სტანდარტის მიხედვით. მას შეუძლია გაძლოს წყალში ორი მეტრის სიღრმეში 30 წუთი. ჩვეულებრივი სმარტფონებისგან განსხვავებით, Elephone Soldier-ს აგრეთვე აქვს ფიზიკური კომპასი და ღილაკი SOS. https://3dnews.ru/975453 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now