Jump to content

Recommended Posts

Posted

                                                                     2.jpg

პროცესორებთან დაკავშირებული სიახლეების მოყვარულები მოუთმენლად ელიან CPU Coffee Lake Refresh-ის ლაინაფის გამოსვლას პლატფორმისთვის - LGA1151. წინასწარი ცნობების თანახმად,  Intel Core-ის მე-9 თაობის ჩიპების სიაში შევა მოდელები: Core i9-9900K, Core i7-9700K,  Core i5-9600K  და Core i3-9350K. 

                                                                    22.png

მათ, ვისაც განზრახული აქვს CPU Core i9-9900K ფლაგმანური პროცესორის შეძენა, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ - მისი ღირებულება დაახლოებით 500 $-ია. კარგი სიახლე ისაა, რომ 8 ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების 16 ნაკადის წყალობით, შესაძლებელი იქნება დიდი ხნით დავივიწყოთ პლატფორმის „აფგრეიდის“ შესახებ. თუკი რაიმე მომენტში Core i9-9900K-ის მწარმოებლურობა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება მისი აჩქარება ეფექტური გაგრილების გზით. 

                                                                                                222.jpg                       

                                                                    2222.jpg

ჰონკონგელმა ოვერქლოქერმა, ცნობილი გუნდის -  HKEPC-ის წევრმა Lau Kin Lam-მა მოახდინა დემონსტრირება, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია  LGA1151-ზე პროცესორებს,  5 გჰც სიხშირეზე (მისი boost-რეჟიმის შესაბამისად. ნომინალური სიხშირე 3,6 გჰც-ია). კონფიგურაციის დეტალების უმეტესობა გაუხმაურებელი დარჩა, თუმცა სარწმუნოა, რომ საქმე მხოლოდ ჰაერის გამაგრილებლით არ შემოიფარგლა.  

                                                      22222.jpg

Core i9-9900K-მა 1.28 ძაბვის გამოყენებით დატვირთვაზე 2166 ქულა მოაგროვა Cinebench R15-ის მრავალნაკადიან ბენჩმარკ ტესტირებაზე. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი პროცესორის  - Core i7-8700K-ის  მაჩვენებელს (1650 ქულა 5გჰც-ზე). ბირთვების რაოდენობის მატებამ განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა - და ეს ყველაფერი LGA115x პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ვერ ახერხებდა ვერაფერი სერიოზულის შეთავაზებას, გარდა ოთხბირთვიანი Core i7-7700K პროცესორისა. 

Intel Core i9-9900K-ის წარმატებებმა დიდი ალბათობით უნდა მოახდინოს გავლენა AMD-ზე, რომ მან გამოუშვას 10 ან 12 ბირთვიანი პროცესორები იმავე ფასად (500$-ად), რამდენადაც 12 ბირთვიანი CPU Ryzen Threadripper 2920X-ის კონფიგურაცია ბევრად ძირი ჯდება ჯერჯერობით.  

  • Like 1
  • Upvote 4

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.