Magdalena Posted September 17, 2018 Posted September 17, 2018 პროცესორებთან დაკავშირებული სიახლეების მოყვარულები მოუთმენლად ელიან CPU Coffee Lake Refresh-ის ლაინაფის გამოსვლას პლატფორმისთვის - LGA1151. წინასწარი ცნობების თანახმად, Intel Core-ის მე-9 თაობის ჩიპების სიაში შევა მოდელები: Core i9-9900K, Core i7-9700K, Core i5-9600K და Core i3-9350K. მათ, ვისაც განზრახული აქვს CPU Core i9-9900K ფლაგმანური პროცესორის შეძენა, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ - მისი ღირებულება დაახლოებით 500 $-ია. კარგი სიახლე ისაა, რომ 8 ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების 16 ნაკადის წყალობით, შესაძლებელი იქნება დიდი ხნით დავივიწყოთ პლატფორმის „აფგრეიდის“ შესახებ. თუკი რაიმე მომენტში Core i9-9900K-ის მწარმოებლურობა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება მისი აჩქარება ეფექტური გაგრილების გზით. ჰონგკონგელმა ოვერქლოქერმა, ცნობილი გუნდის - HKEPC-ის წევრმა Lau Kin Lam-მა მოახდინა დემონსტრირება, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია LGA1151-ზე პროცესორებს, 5 გჰც სიხშირეზე (მისი boost-რეჟიმის შესაბამისად. ნომინალური სიხშირე 3,6 გჰც-ია). კონფიგურაციის დეტალების უმეტესობა გაუხმაურებელი დარჩა, თუმცა სარწმუნოა, რომ საქმე მხოლოდ ჰაერის გამაგრილებლით არ შემოიფარგლა. Core i9-9900K-მა 1.28 ძაბვის გამოყენებით დატვირთვაზე 2166 ქულა მოაგროვა Cinebench R15-ის მრავალნაკადიან ბენჩმარკ ტესტირებაზე. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი პროცესორის - Core i7-8700K-ის მაჩვენებელს (1650 ქულა 5გჰც-ზე). ბირთვების რაოდენობის მატებამ განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა - და ეს ყველაფერი LGA115x პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ვერ ახერხებდა ვერაფერი სერიოზულის შეთავაზებას, გარდა ოთხბირთვიანი Core i7-7700K პროცესორისა. Intel Core i9-9900K-ის წარმატებებმა დიდი ალბათობით უნდა მოახდინოს გავლენა AMD-ზე, რომ მან გამოუშვას 10 ან 12 ბირთვიანი პროცესორები იმავე ფასად (500$-ად), რამდენადაც 12 ბირთვიანი CPU Ryzen Threadripper 2920X-ის კონფიგურაცია ბევრად ძვირი ჯდება ჯერჯერობით. https://3dnews.ru/975446 1 4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.