Jump to content

Recommended Posts

Posted

                                         1.jpg11.jpg

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე (TENAA)  გამოჩნდა ინფორმაცია Huawei-ის ორი ახალი, Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე არსებული სმარტფონის შესახებ. 

სმარტფონების სახელწოდებებია ARS-AL00 და ARS-TL00. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ კორპუსის დიზაინით იქნება განსხვავებული: ARS-AL00 ვერსია გადაწყვეტილია შავ ფერში და ტყავისებული ეფექტის მქონე კორპუსით, ARS-TL00 მოდიფიკაციას კი ტრადიციული დიზაინი  ექნება. 

                                                                                                             111.jpg

ორივე სმარტფონს აქვს 7,12 დუიმიანი  Full HD+ დისპლეი 2244 × 1080 გაფართოებით. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა.  

სმარტფონების „გულს“ რაც შეეხება, როგორც წყაროები გვამცნობენ, ორივე სმარტფონს ექნება საფირმო პროცესორი Kirin 710. ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს: ოთხვი ბირთვი ARM Cortex-A73 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით და კიდევ ოთხი ბირთვი ARM Cortex-A53 1,7 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით. გრაფიკული დამუშავება დამოკიდებულია ARM Mali-G51 MP4 კონტროლერზე.  

სმარტფონების უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა, მის შემადგენლობაში შედის სენსორები 16 და 2 მლნ მეგაპიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე არის განთავსებული დაქტილოსკოპიური სკანერი, მომხმარებლის ამოსაცნობად მისი თითის ანაბეჭდის საშუალებით. 

დანარჩენი მახასიათებლები ამგვარია: 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 64/128 გბ-იანი მოცულობით, ადაპტერები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 GPS/GLONASS რესივერი, ელემენტი 4900 ამპერი/საათში სიძლიერით. 

სმარტფონების ზომებია 177,57 × 86,24 × 8,48 მმ, წონა 210 გრამი.  

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.