Magdalena Posted September 8, 2018 Posted September 8, 2018 ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$. პირველი Athlon/Zen მოიცავს GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით. პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია. Ryzen PRO-ს სერიის სამეული - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. ახალი პროცესორები Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. Процессоры AMD AM4 Ryzen 3 PRO 2200GE Ryzen 3 2200GE Athlon PRO 200GE Athlon 200GE Семейство Raven Ridge Техпроцесс, нм 14 Ядра/потоки 4/4 2/4 Частота, ГГц 3,2/3,6 3,2 L3-кеш, Мбайт 4 Контроллер DRAM DDR4-2666 н/д Встроенная графика Radeon RX Vega 8 Radeon RX Vega 3 Уровень TDP, Вт 35 Процессоры AMD AM4 Ryzen 7 PRO 2700X Ryzen 7 2700X Ryzen 7 PRO 2700 Ryzen 7 2700 Ryzen 5 PRO 2600 Ryzen 5 2600 Семейство Pinnacle Ridge Техпроцесс, нм 12 Ядра/потоки 8/16 6/12 Частота, ГГц 3,6/4,1 3,7/4,3 3,2/4,1 3,4/3,9 L3-кеш, Мбайт 16 Контроллер DRAM н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 Уровень TDP, Вт 105 65 https://3dnews.ru/975027 3 5 Quote
lasha1616 Posted October 6, 2018 Posted October 6, 2018 საინტერესო მიმოხილვაა, დატესტილია ლინუქსის სხვადასხვა ვერსიებზე AMD Athlon 200GE: Benchmarking The $60 Zen+Vega Chip ფასი/პერფორმანსის მიხედვით პირველია მოცემულ ტესტებში. საერთო სისტემის ელექტრო ენერგიის მოხმარება 60 ვატს აღწევს მაქსიმალურ დატვირთვაზე, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 50°C გრადუსი. საშუალო დატვირთვაზე მოიხმარს 45 ვატს, ხოლო დაუტვირთავზე 33 ვატს რა დროსაც მინიმალური ტემპერატურაა 30°C. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.