Jump to content

Recommended Posts

Posted

                                        image.jpeg

კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერი სახელწოდებით EQC 400 4Matic. 

                                        image.jpeg

მანქანას აქვს ორი ელექტრო ძრავი, მათგან ერთი დამონტაჟებულია ღერძის წინა, მეორე კი -  უკანა მხარეს, რისი წყალობითაც მანქანა four-wheel drive ტიპისაა.  

ძრავების ჯამური სიძლიერე 300 კვტ-ია, 408 ცხენის ძალა. მაქსიმალური აჩქარების დროა 0-დან 100 კმ/ს - 5,1 წამში.  მაქსიმალური სიჩქარე - 180 კმ/ს 

                                                   image.jpeg

ელექტრომობილის კვების წყაროს წარმოადგენს 80 კვტ/ს სიძლიერის მქონე  ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკ. კვების ელემენტების ჯამური წონა 650 კგ-ა. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს შეუძლია 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა.  

                                                    image.jpeg

ავტომობილის გაბარიტებია 4761 × 1884 (2096 სარკეების ჩათვლით) × 1624 მმ, საბურავების ბაზა - 2873 მმ. მანქანის წონა 2425 კგ-ია.  

ელექტრო ქროსოვერის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის რამოდენიმე რეჟიმი: Comfort, Eco, Max Range, Sport და ინდივიდუალური. მძღოლის განკარგულებაშია ფართე ციფრული პანელი, რომელზეც ასახული იქნება სრული საჭირო ინფორმაცია. 

                                               image.jpeg

Mercedes-Benz EQC 400 4Matic-ის სერიული წარმოება დაიწყება მომავალ წელს. ელექტრო ქროსოვერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.  

 

  • Like 2
Posted

მომავალი ელექტრო მობილებისაა, ^_^ მალე წარსულს ჩაბარდება საწვავი და გაზი, ნაკლებად დაბინძურდება ჰაერიც, i like this...^^

Posted

ძალიან კარგია, რაც მეტი მწარმოებელი დაიწყებს მაგაზე ფიქრს მით მეტი კონკურენცია იქნება. ფასზე იმოქმედებს ეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვისაც :) ფაქტია   ელექტრომობილების ეპოქისკენ მივექანებით და კარგია ეს ;) 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.