Magdalena Posted September 6, 2018 Posted September 6, 2018 კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერი სახელწოდებით EQC 400 4Matic. მანქანას აქვს ორი ელექტრო ძრავი, მათგან ერთი დამონტაჟებულია ღერძის წინა, მეორე კი - უკანა მხარეს, რისი წყალობითაც მანქანა four-wheel drive ტიპისაა. ძრავების ჯამური სიძლიერე 300 კვტ-ია, 408 ცხენის ძალა. მაქსიმალური აჩქარების დროა 0-დან 100 კმ/ს - 5,1 წამში. მაქსიმალური სიჩქარე - 180 კმ/სთ. ელექტრომობილის კვების წყაროს წარმოადგენს 80 კვტ/ს სიძლიერის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი. კვების ელემენტების ჯამური წონა 650 კგ-ა. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს შეუძლია 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა. ავტომობილის გაბარიტებია 4761 × 1884 (2096 სარკეების ჩათვლით) × 1624 მმ, საბურავების ბაზა - 2873 მმ. მანქანის წონა 2425 კგ-ია. ელექტრო ქროსოვერის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის რამოდენიმე რეჟიმი: Comfort, Eco, Max Range, Sport და ინდივიდუალური. მძღოლის განკარგულებაშია ფართე ციფრული პანელი, რომელზეც ასახული იქნება სრული საჭირო ინფორმაცია. Mercedes-Benz EQC 400 4Matic-ის სერიული წარმოება დაიწყება მომავალ წელს. ელექტრო ქროსოვერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974960 https://www.daimler.com/products/passenger-cars/mercedes-benz/eqc.html 2 Quote
Harmony Lines Posted September 6, 2018 Posted September 6, 2018 მომავალი ელექტრო მობილებისაა, მალე წარსულს ჩაბარდება საწვავი და გაზი, ნაკლებად დაბინძურდება ჰაერიც, i like this...^^ Quote
LEVANIUS Posted September 6, 2018 Posted September 6, 2018 ძალიან კარგია, რაც მეტი მწარმოებელი დაიწყებს მაგაზე ფიქრს მით მეტი კონკურენცია იქნება. ფასზე იმოქმედებს ეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვისაც ფაქტია ელექტრომობილების ეპოქისკენ მივექანებით და კარგია ეს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.