Magdalena Posted September 6, 2018 Posted September 6, 2018 Canon-მა დააანონსა თავისი პირველი სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი და ობიექტივების სისტემა, სახელწოდებით EOS R. ფოტოაპარატი EOS R აგებულია 30,3 მეგაპიქსელიან სრულკადრიან სენსორზე, დიაპაზონით - ISO 100-40 000. სენსორი იყენებს dual-pixel ავტოფოკუსს, Canon DIGIC 8-ის გამოსახულებითი პროცესორის თანამონაწილეობით. გააჩნია სენსორული ეკრანი, ელექტრონული OLED viewfinder და ინფორმაციული პანელი ფოტოაპარატის ზედა ნაწილში. ფოტოაპარატი ვიზუალურად გამოიყურება, როგორც ზომაში შემცირებული DSLR, თუმცა EOS R სისტემის მართვის სქემა ტრადიციულისგან განსხვავდება: ყველა ობიექტივს აქვს სპეციალური მართვის რგოლი zoom-ისა და ხელით ფოკუსირებისთვის, პარამეტრების რეგულირებისთვის. ფოტოაპარატის უკანა მხარეს ასევე გვაქვს მართვის პანელი სხვადასხვა ფუნქციების სამართავად. პირველი EOS R ობიექტივებია 24-105მმ f/4 L, a 50მმ f/1.2მმ L, a 28-70მმ f/2 L, და a 35მმ f/1.8 macro. Canon-ი აგრეთვე გამოუშვებს ობიექტივის სამაგრ სამ ადაპტერს. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 2299 დოლარად (3.399 დოლარი 24-105 მმ-იანი ლინზის თანხლებით) ოქტომბრის ბოლოს. წინასწარი შეკვეთები კი შესაძლებელი იქნება 12 სექტემბრიდან. www.theverge.com 2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.