Magdalena Posted September 4, 2018 Posted September 4, 2018 გამოქვეყნდა უახლესი სტატისტიკა მსოფლიო ბაზარზე ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ვერსიების გადანაწილების შესახებ. რეიტინგში წამყვან პოზიციას კვლავ იკავებს პლატფორმა Nougat (7.0 და 7.1 ვერსიები): მისი წილი ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავ 30.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ოპერაციული სისტემა Marshmallow 6.0, მაჩვენებლით - 22.7%. შედარებისთვის, წინა თვეებში ეს მაჩვენებელი 23.5% იყო. მესამე ადგილი კი, როგორც ამ დრომდე ხდებოდა, ერგო პლატფორმას Lollipop (5.0 და 5.1), თუმცა მისი წილი წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია: 20.4%-დან 19.2%-მდე. ოპერაციული სისტემა Oreo (8.0 და 8.1) აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ივლისში მისი მაჩვენებელი 12.1 % იყო, აგვისტოს მაჩვენებლით კი 14.6 %-მდე გაიზარდა. პლატფორმა KitKat 4.4-ზე მოდის ბაზრის დაახლოებით 8,6 % წილი. 3.5%-ს იკავებს ოპერაციული სისტემა Jelly Bean (ვერსიები 4.1, 4.2 და 4.3). მას მოსდევს პლატფორმა Ice Cream Sandwich (4.0.3 – 4.0.4 ) – 0.3%. და Gingerbread (2.3.3 – 2.3.7) ასევე 0.3%. ახალი ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie ჯერჯერობით რეიტინგში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი არ აღემატება 0.1 %-საც კი. https://3dnews.ru/974828
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now