Magdalena Posted September 3, 2018 Posted September 3, 2018 Microsoft-ი დიდი ხნის წინ დაგვპირდა Dolby Vision HDR სტანდარტის მხარდაჭერას თავის კონსოლებზე. და, როგორც იქნა, პროგრამის ტესტირების მონაწილეებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ რეჟიმის მუშაობა Xbox One S-ზე ან Xbox One Xზე. ამისთვის კი საჭიროა არამარტო შესაფერისი ტელევიზორი 4K-სა და Dolby Vision-ის მხარდაჭერით, არამედ Netflix-ის გამოწერა. HDR10 სტანდარტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუქ და ნათელ ტონებში, აგრეთვე აფართოებს დინამიკურ დიაპაზონს. ამასთან, Dolby Vision-ი საშუალებას იძლევა თითოეულ სცენაში შეიცვალოს პარამეტრები და დაემატოს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი და ფერთა გამა. Dolby Vision 4K მხარდაჭერის მქონე Ultra HD ტელევიზორების მფლობელები დიდი ალბათობით უკვე იყენებენ Netflix-ის აპლიკაციას, რომელსაც შეუძლია სტრიმ კონტენტის ტრანსლირება მაღალ ხარისხში, ახლა კი უკვე კონსოლების გამორთვის გარეშე შეეძლებათ ფილმის ან სატელევიზიო შოუს ყურება. Dolby Vision 4K სტანდარტში Blu-ray დისკის მხარდაჭერის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ადრე თუ გვიან სახეზე ვიხილავთ. https://3dnews.ru/974797 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.