Magdalena Posted August 31, 2018 Posted August 31, 2018 კომპანიამ International Data Corporation (IDC) გამოაქვეყნა პროგნოზი მსოფლიო სმარტფონების ბაზართან დაკავშირებით. იტყობინებიან, რომ „ჭკვიანი“ ტელეფონების გამოშვება მსოფლიო მასშტაბით 1,1%-ით მოიმატებს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.თუმცა, 2018 წლის მთლიანი შეფასების მიხედვით, ბაზარი მინუსში აღმოჩნდება: სმარტფონების მიწოდება შემცირდება 0,7%-ით - 1,465მილიარდიდან 1,455 მილიარდამდე. საერთო ჯამში, Android ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონების წილი 84,8 %-ს შეადგენს, დაახლოებით 15,1 % - iOS ბაზაზე მოქმედი სმარტფონების წილი იქნება, სხვა დანარჩენი მოწოდებული პროგრამული პლატფორმების წილი მხოლოდ 0,1 % იქნება. აღინიშნება, რომ ყველაზე მეტად პოპულარობით სარგებლობენ სმარტფონები 5.5 დუიმი და მეტი დიაგონალით. ამგვარი ტელეფონების წილი მიმდინარე წელს შეადგენს მოწოდებული პროდუქციის 64,7 %-ს. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 42,5% იყო. 2022 წლისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზარი მიაღწევს 1,646 ერთეულს. აქედან, 85,5% იქნება Android-მოდელები, 14,5% - iOS. დიდი დისპლეის მქონე სმარტფონების საერთი წილი 84,5%-მდე გაიზრდება. საერთო ჯამში, როგორც იტყობიანებიან, ბაზრის ზრდის საშუალოწლიური ტემპი რთულ პროცენტულ მაჩვენებლებში (CAGR-ის მაჩვენებლებით) 2017 წლიდან 2022 წლამდე აღმოჩნდება 2.4%. https://3dnews.ru/974694 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.