Magdalena Posted August 31, 2018 Posted August 31, 2018 მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესაძლოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა, Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს. Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება. Theverge.com techradar.com 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.