Jump to content

Mortal Royale - ათასი რაინდისა და მაგების ბრძოლა


Recommended Posts

Posted

                                            mortal.jpg

სამეფო ბრძოლებზე ფენტეზის სტილში თამაშებს ბოლო არ უანს შვედურმა ახალბედა სტუდიამ Star Vault-მაც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ მიმართულებით. Mortal Royale - ეს არის მასშტაბური უფასო თამაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მოამაშე მიიღებს. უნდა ვთქვათ, რომ თამაშის გრაფიკა დიდად არ შეესაბამება 2018 წლის ხარისხს, თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის. 

თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რეალობის სამყაროში, მავარი მოქმედი პერსონაჟები რაინდები და მაგები არიან. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს თამაშისთვის მიენიჭებინათ ერთი განსაკუთრებულობა:  საუკეთესოს წოდების მოპოვებას ერთ უზარმაზარ არეალში ერთდროულად ათასობით მოთამაშე შეეცდება. 

                                          Mortal-Royale.jpg

სათამაშო პროცესი მოიცავს როგორც ხელჩართულ ბრძოლას შიშველი ხელით, ასევე ისრებით, და აგრეთვე ჯადოქრებისა და მხედრების შეტაკებას. საომარი სისტემა კარგადაა განვითარებული და შეატყვისია რეალურთან როგორც ბრძოლის, ასევე იარაღების ვიზუალის მხრივ. ხელმისაწვდომი იქნება იარაღის ასობით ნაირსახეობა და ორ ათეულზე მეტი ჯავშნის ტიპი, თითოეული მათგანი 10 ელემენტისგან შედგება. ჯადოქრებისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება 60ზე მეტი სხვადსხვა შელოცვა. 

Mortal Royale-ს ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით შემქმნელებს არ გაუმხელიათ, თუმცა უკვე ხდება მსურველების მიწვევა თამაშის დახურულ ალფა-ტესტირებაზე.  

overclockers.ru

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.