Magdalena Posted August 31, 2018 Posted August 31, 2018 სამეფო ბრძოლებზე ფენტეზის სტილში თამაშებს ბოლო არ უჩანს. შვედურმა ახალბედა სტუდიამ Star Vault-მაც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ მიმართულებით. Mortal Royale - ეს არის მასშტაბური უფასო თამაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მოთამაშე მიიღებს. უნდა ვთქვათ, რომ თამაშის გრაფიკა დიდად არ შეესაბამება 2018 წლის ხარისხს, თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რეალობის სამყაროში, მთავარი მოქმედი პერსონაჟები რაინდები და მაგები არიან. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს თამაშისთვის მიენიჭებინათ ერთი განსაკუთრებულობა: საუკეთესოს წოდების მოპოვებას ერთ უზარმაზარ არეალში ერთდროულად ათასობით მოთამაშე შეეცდება. სათამაშო პროცესი მოიცავს როგორც ხელჩართულ ბრძოლას შიშველი ხელით, ასევე ისრებით, და აგრეთვე ჯადოქრებისა და მხედრების შეტაკებას. საომარი სისტემა კარგადაა განვითარებული და შესატყვისია რეალურთან როგორც ბრძოლის, ასევე იარაღების ვიზუალის მხრივ. ხელმისაწვდომი იქნება იარაღის ასობით ნაირსახეობა და ორ ათეულზე მეტი ჯავშნის ტიპი, თითოეული მათგანი 10 ელემენტისგან შედგება. ჯადოქრებისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება 60ზე მეტი სხვადასხვა შელოცვა. Mortal Royale-ს ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით შემქმნელებს არ გაუმხელიათ, თუმცა უკვე ხდება მსურველების მიწვევა თამაშის დახურულ ალფა-ტესტირებაზე. overclockers.ru
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.