Jump to content

Recommended Posts

Posted

Jaguar-ის წარმომადგენლობამ განაცხადა საკულტო ავტომობილის ელექტრომოდელის შექმნის პროექტზე. პროექტ E-type Zero-ს მიხედვით, დამზადდება  ელექტრომობილი - ატმოსფეროში მავნე აირების ნულოვანი გამონაბოლქვით. 

image.jpeg 

საუბარი ეხება E-type-ის ახალი სერიის წარმოებას, რომელიც მთლიანად ელექტროობით იკვებება. პროექტი ითვალისწინებს ელექტროძრავის გამოყენებას, ლითიუმ-იონური ბატარეა იმავე გაბარიტებისა და წონისაა, რაც ორიგინალ E-type-ის ავტომობილში არსებული ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავი, განთავსების ადგილიც უცვლელია. ელექტროძრავი დაიკავებს ორიგინალი მანქანის გადაცემათა კოლოფის ადგილმდებარეობას. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ავტომობილის კონსტრუქცია უცვლელი დარჩეს. 

image.jpeg

 

E-type Zero-ს ექნება გაუმჯობესებული საკონტროლო-გამზომი მოწყობილობები და მოდიფიცირებული ცენტრალური პანელი მულტიმედიის სისტემის სენსორული ეკრანით. დიოდური ფარები მაქსიმალური ენერგოეფექტურობის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალი E-type სერიის ტიპს. 

image.jpeg 

მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორით ელექტრომობილი შეძლებს გაიაროს 270 კმ. ენერგიის მარაგის აღსადგენად საჭირო იქნება დაახლოებით 6-7 საათი. 

image.jpeg

 

E-type-ის ელექტრომობილების წარდგენა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მის ფასს მწარმოებლები ჯერჯერობით არ ამხელენ. 

3dnews.ru 

  • Like 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.