Magdalena Posted August 28, 2018 Posted August 28, 2018 საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru 4 1 1 Quote
George Posted August 28, 2018 Posted August 28, 2018 GlobalFoundries halts develoment 7nm, 5nm and 3nm https://www.guru3d.com/news-story/globalfoundries-halts-develoment-7nm5nm-and-3nm.html AMD to fab all 7nm chips at TSMC https://www.guru3d.com/news-story/amd-to-fab-all-7nm-chips-at-tsmc.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.