Jump to content

Recommended Posts

Posted

საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. 

თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. 

image.jpeg 

საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური  და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. 

რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. 

image.jpeg 

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით.  

overclockers.ru 

 

  • Like 4
  • Thanks 1
  • Upvote 1
Posted

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.