Magdalena Posted August 24, 2018 Posted August 24, 2018 2015 წელს კომპანია Samsung-მა წარადგინა დიდი ზომის პლანშეტი Galaxy View, 18,4 დუიმიანი დისპლეით. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, მალე ამ სერიის ახალ ვერსიას ვიხილავთ. გავრცელებული ცნობების მიხედვით, Galaxy View 2-ს ექნება დიაგონალზე 17,5 დუიმიანი ეკრანი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. ფორმატი - Full HD (ისევე, როგორც ორიგინალ ვერსიას), პროცესორი - Exynos (მოდელი არ არის დაზუსტებული). მეორე თაობის გიგანტურ პლანშეტ Galaxy View-ს ექნება 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება. სპეციალური სადგამი უზრუნველყოფს მოწყობილობის დადგმას მოხერხებული კუთხით, სამუშაოდ ან ვიდეომასალების საყურებლად. აგრეთვე ცნობები გვაქვს სიმეტრიული USB Type-C პორტის არსებობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy View 2 კომპლექტში არ შევა ელექტრონული კალამი. მოწყობილობა იმუშავებს Android 8.х Oreo ოპერაციული სისტემით. მეორე თაობის Galaxy View-ს ანონსი სავარაუდოდ ამა წლის შემოდგომაზზე შედგება. მოწყობილობის ფასის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.