Magdalena Posted August 18, 2018 Posted August 18, 2018 დიდი ხანია ცნობილი იყო რომ კომპანია Samsung-ი ამზადებს დრეკად სმარტფონს, მაგრამ როგორ გამოიყურება იგი, სულ ახლახანს გახდა ცნობილი. გახმაურებული ცნობებისა და ფოტომასალების მიხედვით, მოწყობილობა მთლიანად დაკეცვას არ ექვემდებარება, მოხრილ მდგომარეობაში ეკრანის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, რათა იხილოს შეტყობინებები, ასევე ხილვადი იქნება მულტიმედიის სამართავი ღილაკი. წინასწარი ცნობების მიხედვით, სმარტფონის სახელწოდება იქნება Galaxy F’c, გვერდების ზომების შეფარდება - 21:9, 1440x3360 პიქსელი. სავარაუდო ფასი 1850 $ იქნება. მსგავს კონცეფციაზე ასევე მუშაობს Huawei-ც, ასევე სამსუნგს Microsoft-თანაც მოუწევს კონკურირება, რომელიც, როგორც ცნობილია, მუშაობს მსგავსი ტიპის მოწყობილობაზე, რომელის სახელწოდებაც იქნება Andromeda. როგორც სამსუნგის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ფოკუსირდებიან ინოვაციაზე, რომელიც ცალსახად მოსაწონი და მიმზიდველი იქნება მომხარებლებისათვის: „კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ არ დაკარგოს წამყვანი ტიტული მსოფლიო მასშტაბით“. overclockers.ru inverse.com .. 2 Quote
lasha1616 Posted August 18, 2018 Posted August 18, 2018 რამდენ გახსნა დაკეცვას უძლებს საინტერესოა 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.