Magdalena Posted August 17, 2018 Posted August 17, 2018 კომპანია HMD Global ერთ-ერთია, ვინც ოპერატიულად ახდენს საკუთარი სმარტფონების განახლებას Android Pie-მდე. იგივეს ახორციელებს Essential, თუმცა მას მხოლოდ ერთი სმარტფონი აქვს და, შესაბამისად, ნაკლები ძალისხმევა მოუწევს. თუკი გაქვთ ნოკიას ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონი, ადრე თუ გვიან მასზე Android 9-ს იხილავთ. დააფდეითების კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა განახლდება ყველა მოწყობილობა, მათ შორის: Nokia 1 (Android Go) Nokia 2 Nokia 2.1 (Android Go) Nokia 3, Nokia 3.1 Nokia 5 Nokia 5.1 Nokia 6 Nokia 6.1 Nokia 6.1 Plus Nokia 7 (China) Nokia 7 Plus Nokia 8 Nokia 8 Sirocco Nokia X6 (China) Nokia X5 (China) სავარაუდოდ, პირველად განახლდება Nokia 7 Plus, რამდენადაც იგი ნოკიას ერთადერთი აპარატი იყო, რომელიც Android ბეტა-ტესტირებაში იყო ჩართული. შემდეგ ეტაპზე დააფდეითდება Nokia 8 და Nokia 8 Sirocco. Android Go-ს მქონე სმარტფონები საერთო ჯამში, განახლებული იქნება უფრო ადრე, ვიდრე საშუალო და ბიუჯეტური კატეგორიის სმარტფონები. Overclockers.ru 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.