Jump to content

Recommended Posts

Posted

                     აშშ-ის რამოდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო  Magic Leap One Creator Edition-ის  - დამატებითი, პარალელური რეალობის სათვალეების გაყიდვა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რონი აბოვიცმა (Rony Abovitz) მოწყობილობას უწოდა „სამომხმარებლო კლასისთვის ანკუთვნილი სრულფასოვნად მოქმედი პროდუქტი“. ჯერჯრობით კი, სათვალეები განკუთვნილია ძირითადად მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის. 

Magic Leap One- ღიებულება $ 2295-ია. კომპანია უზრუნველყოფს მის უფასო მიწოდება-აწყობას. დამატებით $ 495-ის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია პროფესიონალური ნაკრების შეკვეთა, ასევე, შეგეძლებათ უფასოდ გამოცვალოთ სათვალეები 24 საათის განმავლობაშ, თუკი დაზიანდა. 

 Magic-Leap-One-2-1024x306.jpg

                    Magic Leap One შდგება სამი ნაწილისგან: 1) სათვალე Lightwear, 2) პორტატული კომპი Lightpack და 3) კონტროლერი. Lightwear იყენებს კამერების ნაკრებსა და სპეციალურ ლინზას გამოსახულების პროექტირებისთვის რეალურ გარემოში, Lightpack აღჭურვილია მობილური სისტემით NVIDIA Tegra x2 ჩიპზე, 8გბ ოპერატიული მეხსიერებით, 128 გბ სივრცით მონაცემების შესანახად, USB პორტით და ელემენტით, რომელიც საშუალებას იძლევა სამი საათის განმავლობაში უწყვეტად ისარგებლოთ მოწყობილობით. 

                    Magic Leap One-ს სჭირდება Bluetooth-ისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერა, ამიტომ მისი გამოყენება ძირითადად სახლის პირობებშია შესაძლებელი, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მისი გამოყენება სახლს გარეთაც შეიძლება „გარკვეულ პირობებში“. უკვე ხელმისაწვდომი პროგრამებია - ბრაუზერი, ვირტუალური ჩატი, სისტემა რომელიც აერთიანებს ვირტუალურ ობიექტებს რეალურ გარემოსთან (მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ როგორ დახტის პატარა დინოზავრი (ვირტუალური ობიექტი) თქვენს საკუთარ დივანზე (რეალურ ობიექტზე). ასევე ხელმისაწვდომია თამაშის - Dr. Grordbort’s  Invaders-ის დემოვერსია. ასევე, ციფრულ მარკეტში მოიძებნება მხატვართათვის საჭირო ინსტრუმენტი - Create, და მუსიკალური პროექტი Tonandi, რომელიც შექმნილია პოსტ-როკ ჯგუფ Sigur Ros-თან თანამშრომლობით.  

3dnews.ru

  • Like 3
  • Upvote 1
Posted

Ready Player One :xelebi:

Posted

სამომხმარებლო კლასისთვის განკუთვნილი $2.2K? 

დღეს ვრ აღარ არის ის მოწყობილობა რომელსაც ამხელა ფასი უნდა ჰქონდეს და ცუდია რო ჯერ ვერ ხვდებიან მაგას

Posted

giphy-15.gif?w=480

^^ სერიოზული პროექტია, ერთადერთი ღირებულება ტეხავს მაინც, ჯერ-ჯერობით ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა რაც მეტი გამოჩნდება ბაზარზე კონკურენტები ამ დივაისის ფასიც დაიწევს ავტომატურად...

Posted

VR არ არის ეს, MR/AR-ია, Microsoft Hololens-ის ძმაა და ამ დონის ასეთ დევაისები ჯერ კიდევ ძვირი ჯდება საკმაოდ, ჰარდვეარის გამოც და R&D-ს გამოც.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.