Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა. მინდა ისეთი ფორმულის დაწერა თავისით, რომ დააჯამოს ყველაფერი.

84a8b8d96304.jpg 

მაგ: რაღაც მასალა 1 კგ ღირს 15 ლარი. აიწონა 0.500 გრამი და გამოვიდა 7.50 ლარის. მინდა დაიწეროს ისეთი დაჯამების ფორმულა, რომელიც ან 1 კგ ფასით იანგარიშებს ჯამს ან სხვა გრაფაში ჩაწერილი კონკრეტული წონით. შეიძლება ამის გაკეთება ? :)  ანუ კონკრეტული წონის მითითების შემთხვევაში პირველი ბრძანების მაგივრად მეორე გამოიყენოს (პირველი დაჯამების ფორმულის ნაცვლად გამოიყენოს მხოლოდ მეორე დაჯამება).

=SUM(D3*E3)

246941d80541.jpg

=SUM(C3*E3)

6f90cea681cc.jpg 

სურათზე ნაჩვენებ გრაფაში წერია 0,3, რაც ნიშნავს 300 გრამს. თუ 1 კგ ღირს 15 ლარი, მაშინ დაჯამებით უნდა დააჯამოს და დაწეროს 4.50 ლარი (300 გრ ფასი).

Posted

ჯამი არ გინა, ნამრავლი გინდა,

ერთ უჯრაში ჩაწერ 1 კგ ფასს, მეორეში კგ-ს, მესამეში რაოდენობას (თანმიმდევრობს არ აქვს მნიშვნელობა) და ფორმულა უჯრაში იქნება =C3*D3*E3

(თუ სწორად მივხვდი ეს გინდა) ანუ 1 ცალი × 0.3 კგ ×15 ლარი/კგ = საბოლოო ფასს

 

Posted

ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოიყვანო კონრეტულ პროდუქციაზე უფრო მიხვხვდებით რისი გაკეთება გინდა.

პროდუქციას წონით ყიდი თუ ცალობით?

Posted
7 hours ago, gio_kiborg said:

ჯამი არ გინა, ნამრავლი გინდა,

ერთ უჯრაში ჩაწერ 1 კგ ფასს, მეორეში კგ-ს, მესამეში რაოდენობას (თანმიმდევრობს არ აქვს მნიშვნელობა) და ფორმულა უჯრაში იქნება =C3*D3*E3

(თუ სწორად მივხვდი ეს გინდა) ანუ 1 ცალი × 0.3 კგ ×15 ლარი/კგ = საბოლოო ფასს

ეგრე არ გამოვა :) თუ წონით გაიყიდება და რაოდენობაში 0-ს ჩავწერ ნამრავლი განულდება.

7 hours ago, gtsetsadze said:

ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოიყვანო კონრეტულ პროდუქციაზე უფრო მიხვხვდებით რისი გაკეთება გინდა.

პროდუქციას წონით ყიდი თუ ცალობით?

წონითაც და ცალობითაც. მინდა ფორმულამ ხან წონით დაითვალოს ფასი და ხან ცალობით.

Posted

ცალობა და მასა უნდა დაუკავშირო ერთმანეთს რაღაცნაირად. არ ჩაწერო რაოდენობაში 0 და მთლიანი მასა განსაზღვრე ერთი ცალის მასის ნამრავლით რაოდენობაზე და რა ფორუმლაც დაგიწერეს ზემოთ სამართლიანი იქნება.

Posted
On 7/17/2018 at 11:54 PM, gtsetsadze said:

ცალობა და მასა უნდა დაუკავშირო ერთმანეთს რაღაცნაირად. არ ჩაწერო რაოდენობაში 0 და მთლიანი მასა განსაზღვრე ერთი ცალის მასის ნამრავლით რაოდენობაზე და რა ფორუმლაც დაგიწერეს ზემოთ სამართლიანი იქნება.

ეგ ფორმულა არ გამომადგება. გავარკვიე უკვე რაც მინდოდა და გამაკეთებინეს ფორმულა :) 

მადლობა გამოგხმაურებისთვის, შეგიძლიათ დახუროთ თემა.

Posted

რაოდენობაში 1 ეწეროს დეფაულტად და თუ სხვა რაოდენობა გაიყიდა მაგის მიხედვით შეცვლი...

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.