Jump to content

Recommended Posts

Posted

CES-ზე დაანონსებულმა MSI Wind Top AE2210 21.5-დუიმიანმა all-in-one დესქტოპმა, რომელიც აღჭურვილია Intel-ის მეორე თაობის Core პროცესორებით, სამი დღის წინ, წილად ხვდა სათანადო გულთბილი მიღება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ მის რითეილ-რელიზსაც.

მას გააჩნია Full HD (1920 x 1080) თაჩსქრინი და თან მოყვება უკვე ჩატვირთული, რამდენიმე touch-enabled საჩუქარიც, რომლებშიც შესულია Wind Touch ინტერფეისი, ArtRage painting პროგრამა და YouCam v4.0.

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თვალწარმტაცი AiO აღჭურვილია 3.1 გჰზ-იანი Core i3-2100 ან 2.5 გჰზ-იანი Core i5-2400 პროცესორით, 2/4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 640 გბ მყარი დისკით, DVD-ჩამწერითა და ან ინტეგრირებული Intel HD 2000-ით, ან GeForce GT 540M ბარათით. გარდა ამისა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია 1.3 მპ-იანი ვებ-კამერა, ორი ცალი 3W სპიკერი - THX TruStudio Pro ტექნოლოგიასთან ერთად, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 ქარდ-რიდერი და სურვილისამებრ, TV-ტუნერიც.

Wind Top AE2210-ის გამოსვლა მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს და მისი ფასი დაიწყება 800$-იდან.

fc6b0f752a69.jpg

667e837e19ef.jpg

55923cedd394.jpg

  • Upvote 3
Posted

მადლობა ნიუსისთვის !

ისე კარგი რამეა ეს All in one PC ყოველგვარი ზედმეტი მოწყობილობები მოცილებული აქვს ნოუთს გავს ბევრი რამით მაგრამ Desktop სისტემაა შეიძლება ესეც ითქვას

თუმცა ამის Upgrade რთული იქნება ისევე როგორც ლეპტოპის

Posted

ასეთ სისტემებზე აპგრეიდი არც არის საჭირო. ვიზუალურად ულამაზესია, საერთოდ რომც არ ჩართო, ისედაც დატკბები მაგის ყურებით.. :rolleyes: ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერია, გეიმინგისთვის და ბენჩებისათვის ამას არც იყიდი

Posted

ასეთ სისტემებზე აპგრეიდი არც არის საჭირო. ვიზუალურად ულამაზესია, საერთოდ რომც არ ჩართო, ისედაც დატკბები მაგის ყურებით.. :rolleyes: ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერია, გეიმინგისთვის და ბენჩებისათვის ამას არც იყიდი

ნუ ეხლა ისეთი მონაცემები აქვს ამას მაგალითად სულ თავისუფლად ეყობა ნებისმიერ თამაშს :D

Posted (edited)

მომწონს.. თამაშების ხამი რო არ ვიყო ვიყიდიდი ალბათ ამას.. აკვარიუმია რა სახლში რო გედგას :D რამე Screen Saver და ეგააა :D

დავამატებ იმასაც რომ ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია

Edited by BIRKOF
  • 2 years later...

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.