Barca Posted February 8, 2018 Posted February 8, 2018 მოგესალმებით მეგობრებო, დიდი პაუზის შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ სიახლე, რომელიც ეხება ყველასათვის ნაცნობ კომპანია G.SKILL-ს და მის ახალ DDR4 ოპერატიული მეხსიერების მოდულს, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფია. Trident Z RGB სერიის 16GB (2x8GB) DDR4 ტიპის მოდულებს ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი 4700 MHz სიხშირე აქვს, ტაიმინგებით CL19-19-19-39, ვოლტაჟი 1.45V. აღნიშნული მეხსიერების მოდულების სერია ჯერ კიდევ 2016 წელს ვიხილეთ და იმ დროისთვისაც ყველაზე მაღალი DDR4-4266 MHz სიხშირით, წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაეახლებინა მისი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. მოცემული მოდულები დაიტესტა: MSI Z370I GAMING PRO CARBON AC დედა-დაფაზე, Intel Core i7-8700K პროცესორთან ერთად. მეხსიერების მოდულები გაყიდვაში წლის მეორე კვარტლიდან იქნება ! 1 1 4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.