Power_VANO Posted November 18, 2017 Posted November 18, 2017 Tesla Semi-ს ივენთზე ილონ მასკმა სატვირთოსთან ერთად დამატებითი სიურპრიზიც შემოგვთავაზა ახალი Roadster-ის სახით, რომელიც უსწრაფესი სამომხმარებლო ხაზის მანქანა იქნება - 100 კმ/სთ 1.9 წამში, მაქს. სიჩქარე 400+ კმ/სთ და 1000 კმ-მდე მანძილი ერთი დატენვით. გარდა ამისა, Roadster 1/4 მილს 8.8 წამში გადის, ხოლო 160 კმ/სთ სიჩქარემდე 4.2 წამში ჩქარდება. იგი სრული ამძრავია და იმისთვის, რომ სიმძლავრეზე წარმოდგენა შეგვექმნას - ავტომობილს საბურავებზე 10000 ნმ (!) ტორქის გადაცემა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალი Roadster-ი სრული ამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 4-ადგილიანია, მოძრავი მინის ჭერით. ღირებულება დაახლოებით 200000$ იქნება. ამის გათვალისწინებით, მისი მონაცემები უბრალოდ შთამბეჭდავია. წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია 50000$-ის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია, 250000$-ის სანაცვლოდ უკვე შეიძინოთ Founders სერიის 1000 ცალი, უფრო მძლავრი, ლიმიტირებული მოდელიდან ერთ-ერთი. ახალი Roadster-ი წარმოებაში 2020 წელს ჩაეშვება. Tesla Roadster-ის ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/roadster/ ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა და წინასწარ შეკვეთა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/ loop.mp4 2 Quote
Power_VANO Posted November 19, 2017 Author Posted November 19, 2017 Tesla-ს Powerbank: https://shop.tesla.com/us/en/product/apparel/powerbank.html?sku=8756721-00-A და დესკტოპ დამტენი, სუპერჩარჯერის სტილში: https://shop.tesla.com/us/en/product/apparel/desktop-supercharger.html?sku=8756722-00-A Quote
MILANISTA Posted November 22, 2017 Posted November 22, 2017 On 11/18/2017 at 7:00 PM, Power_VANO said: 100 კმ/სთ 1.9 წამში 1.9 თუ 2.0 ? Quote
Power_VANO Posted November 22, 2017 Author Posted November 22, 2017 3 hours ago, MILANISTA said: 1.9 თუ 2.0 ? 1.9-ო მასკმა. თან საბაზო მოდელსო. კიდევ იქნება პერფორმანს პაკეტი და ის უფრო სწრაფი იქნებაო Quote
MILANISTA Posted November 23, 2017 Posted November 23, 2017 11 hours ago, Power_VANO said: 1.9-ო მასკმა. 0-60 mph-ზე თქვა მაგან, შენ კი 0-100კმ/სთ გიწერია Quote
Power_VANO Posted November 24, 2017 Author Posted November 24, 2017 23 hours ago, MILANISTA said: 0-60 mph-ზე თქვა მაგან, შენ კი 0-100კმ/სთ გიწერია ოკ, 0-96.5606 კმ/სთ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.