Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla Semi-ს ივენთზე ილონ მასკმა სატვირთოსთან ერთად დამატებითი სიურპრიზიც შემოგვთავაზა ახალი Roadster-ის სახით, რომელიც უსწრაფესი სამომხმარებლო ხაზის მანქანა იქნება - 100 კმ/სთ 1.9 წამში, მაქს. სიჩქარე 400+ კმ/სთ და 1000 კმ-მდე მანძილი ერთი დატენვით.

გარდა ამისა, Roadster 1/4 მილს 8.8 წამში გადის, ხოლო 160 კმ/სთ სიჩქარემდე 4.2 წამში ჩქარდება. იგი სრული ამძრავია და იმისთვის, რომ სიმძლავრეზე წარმოდგენა შეგვექმნას - ავტომობილს საბურავებზე 10000 ნმ (!) ტორქის გადაცემა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ახალი Roadster-ი სრული ამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 4-ადგილიანია, მოძრავი მინის ჭერით. ღირებულება დაახლოებით 200000$ იქნება. ამის გათვალისწინებით, მისი მონაცემები უბრალოდ შთამბეჭდავია.

წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია 50000$-ის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია, 250000$-ის სანაცვლოდ უკვე შეიძინოთ Founders სერიის 1000 ცალი, უფრო მძლავრი, ლიმიტირებული მოდელიდან ერთ-ერთი.

ახალი Roadster-ი წარმოებაში 2020 წელს ჩაეშვება.

Tesla Roadster-ის ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/roadster/

ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა და წინასწარ შეკვეთა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/

4.JPG

Capture.PNG

1.JPG

2.JPG

3.JPG

untitled.png

 

loop.mp4

  • Upvote 2
Posted

Tesla-ს Powerbank: https://shop.tesla.com/us/en/product/apparel/powerbank.html?sku=8756721-00-A

და დესკტოპ დამტენი, სუპერჩარჯერის სტილში: https://shop.tesla.com/us/en/product/apparel/desktop-supercharger.html?sku=8756722-00-A

Posted
On 11/18/2017 at 7:00 PM, Power_VANO said:

100 კმ/სთ 1.9 წამში

1.9 თუ 2.0 ?

Posted
3 hours ago, MILANISTA said:

1.9 თუ 2.0 ?

1.9-ო მასკმა. თან საბაზო მოდელსო. კიდევ იქნება პერფორმანს პაკეტი და ის უფრო სწრაფი იქნებაო :) 

Posted
11 hours ago, Power_VANO said:

1.9-ო მასკმა.

0-60 mph-ზე თქვა მაგან, შენ კი 0-100კმ/სთ გიწერია

Posted
23 hours ago, MILANISTA said:

0-60 mph-ზე თქვა მაგან, შენ კი 0-100კმ/სთ გიწერია

ოკ, 0-96.5606 კმ/სთ :) 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.