Jump to content

Recommended Posts

Posted

სხვაგან ვერსად მოვიფიქრე ამ თემის გახსნა, მგონი Hi-tech & General Technology-ს უფრო შეესაბამება

მოკლედ, დამიგროვდა უამრავი ლიტერატურა ელექტრონულ ფორმატში, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიკითხო (თუ მინდა დისერტაცია დავიცვა :) )

კომპის ან ლეპტოპის ეკრანიდან კითხვა კი თან კვანტური მექანიკის არც ისე სახარბიელო პერსპექტივად მეჩვენება, ამობეჭდვაც არაპრაქტიკულია, თითო წიგნი სადღაც 350 გვერდია მინიმუმ, არადა ყველაფერიც არ მჭირდება, შესაძლოა რამდენიმე თავი, მაგრამ იმათაც ხომ მონახვა უნდა

მივედი იმ აზრამდე, რომ მინდა ელექტრონული წიგნების წამკითხავი, მაგრამ მთავარი პირობაა ის, რომ არ უნდა ღლიდეს თვალებს (ყოველ შემთხვევაში ბევრად ნაკლებად ვიდრე ჩვეულებრივი მონიტორი)

ასევე ზომაც არ უნდა იყოს მთლად პატარა

პირველი, რაც კაცს ამ დროს გაგახსენდება, ეს არის Amazon-ინ Kindle 3,

რომლის ტექნიკური სპეციფიკაციები მშვენიერია, ფასიც 139$ -მისაღები:

http://www.amazon.com/Kindle-Wireless-Reader-Wifi-Graphite/dp/B003DZ1Y8Q/ref=amb_link_355368562_2/188-3015740-8805855?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-1&pf_rd_r=0BMM83A3BGZ609HZ3TFK&pf_rd_t=101&pf_rd_p=1289229502&pf_rd_i=507846

(ჩადის გვერდის ბოლოს სულ)

მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს ფერადი ეკრანი, თავისი Ink Based ეკრანი გაცილებით კარგი ხარისხისაა და პირდაპირი მზის შუქზეცაა შესაძლებელი წაკითხვა უპრობლემოდ, ძლებს 1თვე Wi-Fi-ს ჩაურთველად,ხოლო ჩართულ Wi-Fy-ზე კი 3 კვირა, ასე უწერია სპეციფიკაციებში ყოელ შემთხვევაში, მაგის ნახევარიც რომ ძლებდეს საკმარისზე მეტიცაა ჩემთვის

ამავე დროს ვნახე 100$-ის ფარგლებში სხვა მწარმოებლების მოდელებიც ფერადი ეკრანებით და მულტიმედიას გაუმჯობესებული მხარდაჭერით,თუმცა უმეტეს შმთხვევაში LCD ეკრანებია

თუ გაქვთ გამოცდილება მსგავს გაჯეტებთან და რას მირჩევთ? შევიძინო Kindle თუ სხვა ფერადი მოდელები?

Posted

Kindle ძალიან კარგია საკითხავად

და თუ მხოლოდ კითხვისთვის გინდა ეგეთი ეკრანი უნდა აიღო

ისე როგორც ვიცი სიბნელეში არ ჩანს kindle-ის ეკრანი !

Posted

სონისაც კარგი რიდერები აქვს სხვათა შორის, მაგრამ ფასით ყველაზე მისაღები ვარიანტი მაინც ეგ არის.. :)

Posted

კითხვისთვის მინდა მარტო, თვალებზე რომ არ იმოქმედოს თან,

სიბნელეში თუ არჩანდა არ ვიცოდი, თუმცა არაუშავს, სიბნელეში კითხვა მაინც ტკენს თვალებს....

ფასიც მისაღებია Kindle-სი, მაგაზე შევჩერდები ალბათ...

Sony-სიც ვნახე, თოჩ ედიშენი მომეწონა, მაგრამ ძვირია საკმაოდ-300$მდე, მაგას + განბაჟება 18% 360$-მდე ადის... მაგდენს კი ვერ გადავიხდი ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში

Posted

შენს ადგილას მე რამე ანდროიდ ტაბლეტს დავითრევდი 7-10 ინჩიანს , ერიდერიც აქვს და სხვა გასართობი ფუნქციებიც როცა გადაგღლის კითხვა :)

ან მაგალითად

http://www.amazon.com/Barnes-Noble-eBook-Reader-Black/dp/1400532620/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1299497889&sr=8-7

მარა თეთრი კორპუსი მგონი თვალს დაღლის

Posted

ამავე დროს ვნახე 100$-ის ფარგლებში სხვა მწარმოებლების მოდელებიც ფერადი ეკრანებით და მულტიმედიას გაუმჯობესებული მხარდაჭერით,თუმცა უმეტეს შმთხვევაში LCD ეკრანებია

შავთეთრმონიტორიანი კინდლეს აკუ ძალიან დიდხანს ჰყოფნის

ფერად ლცდ მონიტორიანის აკუ რამდენხანს ჰყოფნის?!არამგონია გადაბმულად დღეში 5 საათი კითხვისას აკუ არ დაჯდეს სწრაფად.

აკუს ტევადობაც ნახე,

თუმცა შავთეთრეკრანიან კინდლეს ავიღებდი მე,

აკუ დიდხანს ეყოფა

თან კინდლეს ასოებიც ნახე,კარგი და გლუვია ლცდ მონიტორის პიქსელებისგან შემდგარ ასოებთან შედარებით

თვალისთვის კი +1

eink-and-lcd.jpg

გლუვი და კარგად დამუშავებული ასოები კარგია თვალისთვის აღსაქმელად და არ მოგიწევს "დაძაბვა" მხედველობის სისტემის

Posted

აუ გაჯეტ შოუში იყო ზუსტად მაგ რიდერების მიმოხილვა და კინდლემ გაიმარჯვა როგორც მახსოვს... იუთუბზე ვერ ვპოულობ რა მაგ სერიას რამდენიმე რიდერი ქონდათ აღებული და რეალურ პირობებში ამოწმებდნენ...

მოკლედ მხოლოდ წიგნების კითხვა თუ გინდა მაგი ყველაზე კარგი ვარიანტია რა

  • 1 month later...
Posted

სულ არ ტკენს თვალებს ზედმეტად? ანუ წიგნის პონტშია ხო?

ყიდვა მინდა. ჯერ არ მაქვს ფული, მაგრამ უახლოეს მომავალში ვიყიდი უეჭველი

Posted

gio_kiborg

რა ქენი იყიდე მაგი?

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.