Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოვიდა Ubuntu 17.10 კოდური სახელით Artful Aardvark. Ubuntu 17.10 არის non-LTS (Long Term Support) რაც ნიშნავს რომ განახლებები მოვა მხოლოდ 9 თვის მანძილზე ანუ 2018 წლის ივლისამდე. ასევე ეს არის Ubuntu-ს პირველი ვერსია რომელსაც როგორც იქნა აღარ ექნება 32-bit იანი ვერსია. 64-bit იანი ვერსია იქნება მულტიარქიტექტურის მქონე ანუ 32 ბიტიან პროგრამებს უპრობლემოდ გაუშვებს.

რა არის ახალი?

Ubuntu 17.10 არ ექნება Unity 7 არამედ ის იყენებს GNOME Shell-ს.

annotaed-2.jpg

ღიალკზე "Super" დაჭერისას გამოვა ასეთი ეკრანი, რომელზეც ასახულია ყველა გაშვებული პროგრამა და აქტირუი დესკტოპები.

Ubuntu-17.10_activities.jpg

ეს არის ახალი login/lock screen. LightDM ჩანაცვლდა GDM-თ.

Screen-Shot-2017-10-17-at-20.11.47.png

 

ტექნიკური ცვლილებები

  • 32-bit ვერსიები აღარ გამოვა.
  • Linux kernel განახლდა 4.13 ვერსიამდე რომელსაც აქვს ახალი KVM feature-ბი.
  • Wayland-მა ჩაანაცვლა X როგორც დეფაულტ display server. X ისევ არის საჭირო ბევრი პროგრამის ფუნქციონირებისთვის. ამიტომ სისტემაში შესვლისას შეგიძლიათ აირჩიოთ 'Ubuntu on Xorg' .
  • GNOME და GNOME-ს პროგრამები არის 3.26 ვერსია.
  • დრაუვერგარეშე პრინტინგის მხარდაჭერა აქვს IPP Everywhere, Apple AirPrint, Wi-Fi Direct და Mopria მოწყობილობებს.
  • LibreOffice განახლდა 5.4 ვერსიამდე.
  • Python 2 აღარ მოყვება, დეფაულტად აყენია Python 3 3.6 ვერსიის მქონე.
  • Rhythmbox music player ახლა იყენებს alternative user interface-ს.
  • Simple Scan-ს აქვს ახალი დიზაინი.
  • Stock GNOME სესია ხელმისაწვდომია gnome-session package-ს დაყენების შემდეგ.

Ubuntu 17.10 x64-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქედან https://www.ubuntu.com/desktop/1710

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.