Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ ცოტა ხნის წინ, რითეილ-ბაზრებზე დაიწყო Intel-ის მობილური dual core Sandy Bridge პროცესორებით აღჭურვილი ნოუთბუქების გაყიდვა, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ტაივანში, მაგრამ სხვა ქვეყნებსაც არ მოუწევთ დიდი ლოდინი. პირველი ასეთი ტიპის ორი მოდელის გამოშვება ეკუთვნის კომპანია Acer-ს. პატარა მიუხედავად იმისა, რომ ჩიპსეტ snafu-ს შიფინგი მცირე ხნით გადაიდო, დუალ-ქორ ვერსიების გამოჩენა ამ დრომდე მაინც არ იყო მოსალოდნელი.

მაშ ასე, გადავიდეთ უშუალოდ Acer Aspire 4750G-სა და Aspire 5750G-ზე. პირველი მოდელის ეკრანის ზომა 14, მეორესი კი - 15.6 დუიმია და ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ან Core i3-2310 ან Core i5-2410 ვარიანტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესორები რაღაცით განსხვავდება Intel-ის 35W dual core მობილური CPU-ებისაგან, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. Core i3-2310M-ის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰზ-ს და გააჩნია ქარხნული 650 მჰზ-ის მქონე Intel HD Graphics 3000, რომლის აჩქარებაც შესაძლებელი იქნება 1100 მჰზ-მდე.

6cc31c8fead5.jpg

Core i5-2410M ოდნავ სწრაფია და დგას 2.3 გჰზ-ზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს i5-ია, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება ორივე ბირთვისათვის 2.6 გჰზ-მდე, ან მხოლოდ ერთი მათგანისათვის - 2.9 გჰზ-მდე. წინა მოდელის მსგავსად, გრაფიკული სიხშირე შეადგენს 650 მჰზ-ს, მაგრამ უკვე საშუალება გვექნება ისევ და ისევ გავაუმჯობესოთ ეს ნიშნული და ავწიოთ ის 1200 მჰზ-მდე. რა განსხვავებაა ამ ორ OEM მოდელსა და იმ პროდუქტს შორის, რომლებიც Intel-მა თავის პრაის-ლისტში შეიტანა? Core i5-2520M-თან შედარებით, აჩქარების დონე გაცილებით დაბალია, მაშინ, როდესაც ეს 2.5 გჰზ-იან პროცესორს, ორივე მომუშავე ბირთვით, შეუძლია 3 გჰზ-მდე მიღწევა, ეს კი, თავის მხრივ, 500 მჰზ-იანი ასწრაფებაა, თუ შევხედავთ Core i5-2410M-ის 300 მჰზ-საც. ასევე, იქნება გრაფიკის დონის 1300 მჰზ-მდე გაზრდის პოტენციალიც, თუმცა ეს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბოლოს კი, Core i5-2410M-ს არ გააჩნია Intel-ის AES, TXT და vPro ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის დამზადებულია არა როგორც მომხმარებლის პროცესორი, არამედ როგორც turbo აჩქარების მქონე მოდელი, ანუ ის, რაც Core i3-ს არ აქვს.

b34325c3b586.jpg

ორივე მოდელი Acer-მა აღჭურვა 1 გბ მეხსიერების მქონე Nvidia GeForce GT 540M გრაფიკული ბარათებით, 640 გბ მყარი დისკებით, ოპტიკური წამყვანით, 802.11b/g/n Wi-Fi-ით, Bluetooth 3.0-ით და USB 3.0-თაც კი. გარდა ამისა, Gigabit Ethernet-ი, HDMI გარე გასასვლელი, წყვილი USB 2.0, ვებ-კამერა და სხვადასხვა სტანდარტული თავისებურებები, რომლებიც თანამედროვე ნოუთბუქებს გააჩნიათ. ორივე მოდელს აქვს 4400mAh 48Wh ტიპის ელემენტი, რომელიც კომპანიის მტკიცებით, უზრუნველყოფს 4.5 სთ-იან ავტონომიურ რეჟიმს. Aspire 4750G-ის წონა 2.25, ხოლო Aspire 5750G-ის კი - 2.6 კგ-ია.

Aspire 4750G-ის ღირებულება, Core i3-2310 პროცესორით, შეადგენს 1,115-ს, ხოლო Core i5-2410M-ით კი - 1,249$-ს. რაც შეეხება მეორე მოდელს, Core i3-2310-ით დაკომპლექტებული, ის ხელმისაწვდომია 1,163$-ად, ხოლო მეორე CPU-თი კი ფასი პირველის მსგავსია.

Acer-ი ჯერჯერობით ერთადერთი ნოუთბუქების მწარმოებელია, რომელიც გვთავაზობს Sandy Bridge-ზე დაფუძნებულ ნოუთბუქებს Intel-ის B3 სტეპინგით, თუმცა წესით, სხვა ბრენდებიც დიდხანს არ გვალოდინებენ ამ პროდუქტების გამოშვებით.

  • Upvote 4
Posted

მადლობა ინფორმაციისთვის

ACER ჩემთვის ნომერ პირველი ფირმაა ნოუთბუქებში :xelebi:

ძალიან კმაყოფილი ვარ მაგათი ნაწარმით გამძლე და კარგი ლეპები აქვთ ეგ სერიაც უმაგრესია თან GT 540 ებია ჩადებულლი და ეს კიდევ უფრო კარგია სენდისთან ერთად :thumbsup:

Gitec ში აქვთ ეგ მოდელები ოღონდ სენდის გარეშე მაგრამ მაინც ძლაინ კარგია თან ფასებიც ნორმალური აქვ Acer ის ლეპებს

ყველას ვურჩვე შეიძინოს ACER უძლიერესი ფირმაა :diablo:

ეს ბოლო მოდელები უმაგრესია :bliss:

15 იანი განსაკუთრებით :thumbsup:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.