მარკო Posted August 1, 2017 Posted August 1, 2017 მოგესალმებით ფორუმელებოამ ტელეფონის Xiaomi Redmi 4X Dual Sim 16GB LTE ყიდვას ვაპირებ სასაჩუქრედ, თან ზუმერშიც ასე თუ ისე მისაღები ფასი აქვთ ახლისთვის http://zoommer.ge/მობილურები/xiaomi/xiaomi-redmi-4x-dual-sim-16gb-lte.htmlრაც შეეხება ტელეფონს 2017 წლის გამოშვებაა, ახალი მოდელია, მონაცემებიც საკმაოდ ნორმალური აქვს ფასთან მიმართებაში და არც ვიზუალურ თუ პროგრამულ მხარეს უჩივის, ელემენტიც საკმაოდ კარგი აქვს. ერთადერთი რაც ნეტში წავიკითხე კამერის ხარისხია, თითქოს მეტს მოელოდნენ ამ მხრივიქნებ ვინმეს გაქვთ ეს ტელეფონი და მითხრათ როგორია მოხმარებაში, რა უპირატესობები ან ნაკლოვანებები შეამჩნიეთ და ა.შ
Gadget Posted August 1, 2017 Posted August 1, 2017 ფასი/მონაცემები მართლა კარგი აქვს, უკეთესი ვერაფერი ვნახე ჩვენთან. კამერის შედარება აქ ნახე: http://www.gsmarena.com/piccmp.php3?idType=1&idPhone1=8608&idPhone2=8531&idPhone3=8420
მარკო Posted August 1, 2017 Author Posted August 1, 2017 გაიხარე მეგობარო. ფასის კვალობაზე საკმაოდ მისაღები ტელეფონია, როგორც მონაცემებით ისე ვიზუალით და ა.შ. ბევრი ვეძებე და ვფიქრობ ერთერთი ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ეს უნდა იყოს. რაც შეეხება კამერას, რამოდენიმე საიტზე არსებული მომხმარებლების კომენტარები წავიკითხე და თითქოს ზოგი უკმაყოფილოა გადაღებით, თუმცა ფასიდან გამომდინარე ძალიან ბევრსაც ვერ მოთხოვ. ვიცი, გადავხედე მაგ შედარებასაც, თუმცა იქნებ ვინმეს პირადად ქონდეს
Gadget Posted August 1, 2017 Posted August 1, 2017 Just now, მარკო said: ვიცი, გადავხედე მაგ შედარებასაც, თუმცა იქნებ ვინმეს პირადად ქონდეს სხვას რომ არ ელოდო თავად ჯობია მიხვიდე ზუმერში ყველა ტელეფონი უდევთ სადემონსტრაციო სტენდზე, კამერასაც ნახავდი და სხვა დანარჩენსაც. ისე მაგ მაღაზიას არ აქებენ ცუდი ხარისხის პროდუქციას ყიდისო, მაგრამ ვითომ შედარებით სანდო ალტაში ვაყიდინე ძმაკაცს S7 Edge და მეორე დღეს უკან დავუბრუნეთ, ეკრანზე ზოლები გაუჩნდა, რომ ვკითხეთ მაგას რას უპირებთო გვიპასუხეს ეგო დიდი პრობლემა არააო ახალივით გავყიდითო ყიდვისას ადგილზე დააკვირდი მოკლედ ტელეფონს რამე ხარვეზი არ ქონდეს
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.