Jump to content

Recommended Posts

Posted

ipad2.jpgipad2_04.jpg

Pad 2-ის გაყიდვა უკვე დიდი ხანია დაიწყო.მოწყობილობა თავად სტივ ჯობსმა წარმოადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა, რათა პლანშეტის მეორე თაობა გამოსულიყო ღირსეული და მას უბრალოდ არ სურდა ამ მოვლენის გამოტოვება.მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ის გავიდა უვადო შვებულებაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. უნდა ითქვას, რომ ანონსი შოკისმომრგველი აღმოჩნდა Apple-ის პირდაპირი კონკურენტებისთვის, და მათ შორის, Samsung-ისათვის, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ მოწყობილობის სისქით, წონით და მით უმეტეს, ფასით.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან Apple-იც, რომლის თანამშრომლები არიან სრული რეკორდსმენები საიდუმლოებების გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერებით, ვერ ახერხებს თავისი მოწყობილობების შენახვას ოფიციალურ ანონსამდე. iPad 2-მა ფაქტობრივად გაიმეორა iPhone 4-ის ბედი, და მასზე წინასწარ ცნობილი იყო ყველაფერი. ერთადერთი სხვაობა გახლდათ ის, რომ ამჯერად ის არავის არ დაავიწყდა ბარში, და Gizmodo-ს რედაქტორს ის არ გამოუსყიდია.

ასეა თუ ისე, პრეზენტაციაზე ჯობსმა გააკეთა ყველაფერი, რათა მოვლენა მაინც ყოფილიყო ხმაურიანი, კერძოდ მან განაცხადა, რომ iPad 2 არც კომპიუტერია, არც გაჯეტი, არამედ – postPC device. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Apple A5, Dual Core, 1 GHz; ოპერატიული მეხსიერება – 512 მბ; მუდმივი მეხსიერება – 16/32/64 გბ; მობილური კავშირი – GSM/GPRS/EDGE, HSDPA (7.2 მბიტ/წმ-მდე), HSUPA (2 მბიტ/წმ-მდე), CDMA EV-DO Rev. A; ეკრანი – სენსორული IPS, დიაგონალი 9.7”, გარჩევადობა 1024×768, 16 მლნ. ფერი, ოლეოფობური საფარი; ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g, Bluetooth 2.1 (+EDR), GPS/A-GPS; კამერა – ფრონტალური VGA და უკანა HD; სხვა – აქსელერომეტრი, სამღერძიანი გიროსკოპი, ციფრული კომპასი, განათების სენსორი; აკუმულატორი – Li-ion-ური, ჩაშენებული; გაბარიტები – 241.2 х 185.7 х 8.8 მმ; წონა – 601–613 გრამი. ფასი – $499–829 აშშ-ში.

ეკრანის გარჩევადობა, ისევე როგორც დიაგონალი არ შეცვლილა, უცვლელი დარჩა ასევე მატრიცის ტექნოლოგია და სენსორი. თუმცა არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მომდევნო თაობაში გარჩევადობა გაიზრდება 1280-მდე (სიმაღლეში). ოპერატიული მეხსიერება გაიზარდა, რაც ორბირთვიან პროცესორთან და გაუმჯობესებულ მრავალამოცანიანობასთან ერთად ფაქტობრივად აორმაგებს წარმადობას ორიგინალურ iPad-თან და iPhone 4-თან შედარებით. რაც დაადასტურეს კიდეც Endadget-ის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა. კამერები უფრო დამატებითი აქსესუარია, ვიდრე ძირითადი, რაზეც მეტყველებს მათი ხარისხი. iPhone 4-ს ვერანაირად ვერ შეედრება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იგივე კამერებია, რაც მეოთხე თაობის iPod touch-ში. უკანა კამერა იღებს სურათებს 1 მპ გარჩევადობით, ხოლო ფრონტალური – 0.3 მპ. ხარისხი, როგორც უკვე ვახსენეთ, საშუალოა. ვიდეოს გადაღების შემთხვევაში შთაბეჭდილებები უფრო დადებითია, მაგრამ მაინც. თუმცა ორივე კამერის ხარისხი სრულიად საკმარისი Skype-ით ან FaceTime-ით ურთიერთობისათვის. გაუმჯობესებული დინამიკი ასევე საკმაოდ საეჭვო სიახლეა. პრინციპში უკვე პირველ iPad-ს გააჩნდა საკმაოდ კარგი დინამიკი. რა თქმა უნდა, მუსიკის მოსმენისთვის ის არ გამოდგებოდა, მაგრამ თამაშებისთვის და YouTube რგოლისთვის სავსებით საკმარისი იყო. ახალი დინამიკი უფრო მსხვილია, უფრო ხმამაღლა ჟღერს, ცოტა უფრო ხარისხიანია… მაგრამ საბოლოოდ ფიზიკის კანონები თავისას იღებენ. და მთლიანობაში ბგერა შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკამაყოფილებელი. ყველაზე შთამბეჭდავ სიახლედ გადაიქცა წონის და სისქის შემცირების ფაქტი. რაც iPad 2-ს ფაქტობრივად ერთ რიგში აყენებს მომრავლებულ ელექტრონულ წიგნებთან. პირველი iPad-ი იყო ცოტა მძიმე და ერთ ხელში დიდ ხანს მაინც და მაინც ვერ დაიჭერდით. ახალი iPad-ი კი მინიმალურ კონფიგურაციაში იწონის სულ რაღაც 601 გრამს. ესეც ჯერ კიდევ ნორმაზე ცოტა მეტია, მაგრამ მთლიანობაში უკვე კარგია. კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს iPad 2 ტელევიზორთან შეერთების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამისათვის დაგჭირდებათ გადამყვანი (იყიდება ცალკე და ღირს $39). აღსანიშნავია, რომ გაზრდილი წარმადობის მიუხედავად, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა არ შემცირდა და დარჩა იგივე სრული 10 საათის დონეზე. უნდა ითქვას, რომ ამ ნიშნულის მისაღწევად სრულიად არ არის საჭირო ენერგო მოხმარების დაყვანა მინიმუმზე, უმავთულო ინტერფეისების გათიშვა, ეკრანის სიკაშკაშის დაწევა და ა.შ. iPad 2 უზრუნველყოფს 10–საათიან მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. გარდა ამისა ვახსენებდით, რომ ეკრანი ამიერიდან განასხვავებს დაჭერის სიძლიერეს (რასაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვაგვარი მუსიკალური და გრაფიკული პროგრამები), რომ უკანა სახურავი ბრტყელია, რომ პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: ტრადიციულ შავში და პრინციპში არა ნაკლებ ტრადიციულ თეთრში. ცალკე იყიდება გენიალური დასაკეცი გარეკანი მაგნიტებზე, რომელმაც ამავდრულად შეიძლება შეასრულოს საყრდენის როლიც.

  • Upvote 2
Posted

ეს პოსტი ახალი დაწერილია?

რა რამდენიმე დღის წინ დაიწყო გაყიდვები, თბილისშიც იყიდება რახანია

Posted

2 თვის გამოსულია თუ არ ვცდები.

Posted

ცოტა დაგვიანებული სიახლე კია მაგრამ მაინც გამომადგა,

რადგანაც წარმოდგენა არ მქონდა მისი დეტალური მონაცემების შესახებ ასე

რომ დიდი მადლობა iliko1990

Posted

ეს პოსტი ახალი დაწერილია?

რა რამდენიმე დღის წინ დაიწყო გაყიდვები, თბილისშიც იყიდება რახანია

ახალი არაა გიო და ჩავასწორებ ამას

corrected

Posted

რამდენიმე დეტალს დავამატებ, რომელიც გამოადგება მათ ვინც "დაფიქრებულა" ამ მოწყობილობაზე.

iPad 2 არ იღებს ვიდეოს HD ფორმატში, არამედ იყებს 960x680-ზე და შემდეგ upscale-ს აკეთებს 1280x720-ზე (HD). ასე რმ მთლად HD კამერა არ აქვს. (ზუსტად იგივე კამერა უდევს რაც iPod TOuch 4-ს ანუ 0.7MP კამერა)

პროცესორი კი აქვს 1GHz-იანი, მაგრამ ორივე ბირთვი downclock აქვს ~900-ზე, როგორც ამბობენ iOS 5 ისევ სტანდარტზე აიყვანს.

Posted

კომპანიებში პრეზენტაციებისთვის მაგარი რამეა ისე..

ჩვენნაირი მომხმარებლებისთვის არაა გათვლილი.

ყოველშემთხვევაში ჩემთვის :ugly_wink: მირჩევნია MacBook მქონდეს

Posted

კომპანიებში პრეზენტაციებისთვის მაგარი რამეა ისე..

ჩვენნაირი მომხმარებლებისთვის არაა გათვლილი.

ყოველშემთხვევაში ჩემთვის :ugly_wink: მირჩევნია MacBook მქონდეს

მეც გეთანხმები ვაკო

ამას ამის ქონას ნამდვილად MacBook-ის ქონას ვამჯობინებდი

Posted

შეართედ ან რამე ქენით

+1 კარგი იქნება რომელიმე მოდერი თუ გააკეთებს ამას

Posted

შეერთებულია

  • 2 weeks later...
  • 1 month later...
Posted

მალე გამოვა ახალი iPad HD და ექნება 2048 x 1536 რეზოლუციააა

http://www.techspot.com/news/44600-apple-planning-to-release-the-ipad-hd-2048-x-1536-resolution.html

Posted

მალე გამოვა ახალი iPad HD და ექნება 2048 x 1536 რეზოლუციააა

http://www.techspot.com/news/44600-apple-planning-to-release-the-ipad-hd-2048-x-1536-resolution.html

მდა... სერიოზული განაცხადია, უბრალოდ ვინმემ ამიხსნას რა საჭიროა :D :)

  • Downvote 1
Posted

მდა... სერიოზული განაცხადია, უბრალოდ ვინმემ ამიხსნას რა საჭიროა :D:)

მარკეტიინგ :D

როგორც ჩანს ჯერ არ ჩქარობენ Ipad 3 ის გამოშვებას ,ალბათ მაშინ გამოუშვებენ როდესაც პლანშეტები გამოჩნდება ვინ 8 ზე

Posted

მდა... სერიოზული განაცხადია, უბრალოდ ვინმემ ამიხსნას რა საჭიროა :D:)

კონკურენცია კონსოლებთან IMO

ნელ-ნელა ცდილობს ამ ბაზრის დაკავებას ვაშლი და ძალიანაც არ მომწონს : \

აი ჩემი გუშინდელი ეს პოსტიც ამ ამბავს უკავშირდება.

Posted

კონსოლებთან? რაღაც არამგონია.. იმ ლინქში ეწერა რო ვიდეო მონტაჟის ამბავშიო რა...

The product will apparently be a "pro" device aimed at a higher end market, such as people who work in video and photo production. It will supposedly be introduced alongside something like an iPad version of Final Cut or Aperture.
Posted

ეგ არ წამიკითხავს, მაგრამ გინდა არ გინდა მასე გამოდის. მაგალითად დღეს iOS ყველაზე პოპულარულ სათამაშო პლათფორმად ითვლება. ზოგი ამბობს PS Vita ბოლო პორტატული კონსოლი იქნებაო. Sony-ericcson Xperia play ავიღოთ კიდევ მაგალითად, სმარტფონია + სათამაშო კომპიუტერი. iOS-ის მხარდაჭერა დაემატა Unreal Engine 3-ს და Crytek-იც გეგმავს iOS-სთვის თამაშების შექმნას, ლოლ. http://www.engadget.com/2011/01/15/crytek-seeking-ios-developers-leaves-us-guessing-at-the-reason/

Posted

ეგ არ წამიკითხავს, მაგრამ გინდა არ გინდა მასე გამოდის. მაგალითად დღეს iOS ყველაზე პოპულარულ სათამაშო პლათფორმად ითვლება. ზოგი ამბობს PS Vita ბოლო პორტატული კონსოლი იქნებაო. Sony-ericcson Xperia play ავიღოთ კიდევ მაგალითად, სმარტფონია + სათამაშო კომპიუტერი. iOS-ის მხარდაჭერა დაემატა Unreal Engine 3-ს და Crytek-იც გეგმავს iOS-სთვის თამაშების შექმნას, ლოლ. http://www.engadget.com/2011/01/15/crytek-seeking-ios-developers-leaves-us-guessing-at-the-reason/

:mellow:

არადა PC ა :D

IOS ზე რომ ეგ 2 ენჯინი გაჩნდეს <_<

Posted

:mellow:

არადა PC ა :D

ეგ არაოფიციალურად, პირატობის გამო : P

Posted

:mellow:

არადა PC ა :D

IOS ზე რომ ეგ 2 ენჯინი გაჩნდეს <_<

პირველი უკვე არის და მეორე აგვისტოსთვის იგეგმება :D

Posted

პირველი უკვე არის და მეორე აგვისტოსთვის იგეგმება :D

და რომელი თამაშის სახით ?

Posted

ვა ეს არ ვიცოდი Быстрее всех на планшетнике iPad печатает... сын президента Грузии http://deepapple.com/news/40523.html გინესის რეკორდებში შეუტანიათო თან

Posted

ხო მე ვიცოდი ეგ :D ვიღაც ინგლისელს აჯობა 1 მთელი რაღაც წამით ":D

Posted (edited)

და რომელი თამაშის სახით ?

http://www.youtube.com/watch?v=HemAXkVS7Fk

ვა ეს არ ვიცოდი Быстрее всех на планшетнике iPad печатает... сын президента Грузии http://deepapple.com/news/40523.html გინესის რეკორდებში შეუტანიათო თან

მეტი რა საქმე აქვს :D ძვირადღირებული სათამაშოთი თამაშობს...

Edited by გათი

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.