Power_VANO Posted May 23, 2017 Posted May 23, 2017 @Abnormalia-ს ჩვენთან ყველა იცნობთ და ბევრმა მისი საქმიანობის შესახებაც იცის. ირაკლი წლებია ქართულ საქმეს ემსახურება - ავითარებს გეიმ დეველოპმენტს საქართველოში. მასვე ეკუთვნის ქართული თამაშების სტუდია StormBringer Studios-ს, რომელსაც უკვე საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტები დაუგროვდა. 2017 წლის 19 მაისი მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ თამაშების ინდუსტრიაში - ამ დღიდან StormBringer Studios-ის თამაში VRZ: Torment ოფიციალურად იყიდება Steam-ზე. თანაც, თამაში სპეციალურად შექმნილია ვირტუალური რეალობისთვის. VRZ: Torment ესაა Zombie Shooter/Survival/Puzzle თამაში, ე.წ. ღია სამყაროთი (open world). თამაშისთვის აუცილებელია ვირტუალური რეალობის ჰედსეტის (HTC Vive, Oculus Rift) ქონა. VRZ: Torment-ში ხელმისაწვდომია როგორც იარაღების ფართო არსენალი, ასევე ზომბების ბევრი ნაირსახეობაც. მოკლედ, არ მოიწყენთ. აღსანიშნავია, რომ VRZ-ზე მუშაობა საკმაო ხანია მიმდინარეობს და 19 მაისამდე ის Steam-ზე საცდელი ვერსიის სახით იყო წარმოდგენილი, თანაც პოპულარობა არც მაშინ აკლდა, ჯერ კიდევ დასახვეწ თამაშს. VRZ: Torment-ს არც საერთაშორისო აღიარება აკლია. 12 აპრილს მას ტალინში გამართულ Tallinn GameDev Days-ზე მეორე ადგილი ერგო. დადებითი გამოხმაურებაა უცხოურ პრესაშიც: "Survive Purgatory In VRZ: Torment"- Review on VRZ: Torment Early Access, vrthegamers.com "10 Best Oculus Rift Zombie Games"- VRZ being appreciated, vudream.com თამაშის Press Kit აქაა ხელმისაწვდომი; მწარმოებელი: StormBringer Studios თამაშის საიტი: http://www.vrzgame.com/ ყიდვის გვერდი: http://www.vrzgame.com/Purchase.html თამაში Steam-ზე VRZ: Torment-ის ოფიციალური ფასი 19.99$-ია, თუმცა Steam-ზე ახლა 12.59$-ადაა ხელმისაწვდომი. ჩვენ დიდ წარმატებას ვუსურვებთ StormBringer Studio-სა და მის გუნდს იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული თამაშების ექსპორტი ჰქვია, თქვენ კი VRZ: Torment-ის თრეილერს გიტოვებთ:
Barca Posted May 23, 2017 Posted May 23, 2017 ძალიან კარგია, რომ ასეთი კომპანია არსებობს საქართველოში, მადლობა ამისთვის მათ და მადლობა ირაკლის. მათი პირველი თამაშიც მახსოვს
Save Posted May 24, 2017 Posted May 24, 2017 კრეკი არის უკვე? თუ ესეც დენუვოზეა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია რომ არის ქართულ სივრცეში ასეთი მაღალი დონის თამაში, რათქმა უნდა ირაკლის და მისი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა! პ.ს. Player Unknown Battlegrounds-ვით გამართლდეს თქვენი იმედები და გაყიდდვები!
Power_VANO Posted May 25, 2017 Author Posted May 25, 2017 13 hours ago, Save said: კრეკი არის უკვე? თუ ესეც დენუვოზეა შენ წარმოიდგინე, იმდენად პოპულარული თამაში გამოვიდა მართლა, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლიs ედო თავის ფბ-ზე, სკიდროუმ გაკრეკა ლაიფთაიმ ეჩივმენთია გეიმ დეველოპერებისთვის, გახარებული იყო თვითონაც ირაკლი
L3onidas Posted May 29, 2017 Posted May 29, 2017 ვაა ძალიან მაგარია, გამისწორდა იმედია ასე გააგრძელებენ !
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.