Jump to content

VRZ: Torment - ქართული VR თამაში


Recommended Posts

Posted

untitled.png

@Abnormalia-ს ჩვენთან ყველა იცნობთ და ბევრმა მისი საქმიანობის შესახებაც იცის. ირაკლი წლებია ქართულ საქმეს ემსახურება - ავითარებს გეიმ დეველოპმენტს საქართველოში. მასვე ეკუთვნის ქართული თამაშების სტუდია StormBringer Studios-ს, რომელსაც უკვე საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტები დაუგროვდა.

2017 წლის 19 მაისი მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ თამაშების ინდუსტრიაში - ამ დღიდან StormBringer Studios-ის თამაში VRZ: Torment ოფიციალურად იყიდება Steam-ზე. თანაც, თამაში სპეციალურად შექმნილია ვირტუალური რეალობისთვის.

VRZ: Torment ესაა Zombie Shooter/Survival/Puzzle თამაში, ე.წ. ღია სამყაროთი (open world). თამაშისთვის აუცილებელია ვირტუალური რეალობის ჰედსეტის (HTC Vive, Oculus Rift) ქონა. VRZ: Torment-ში ხელმისაწვდომია როგორც იარაღების ფართო არსენალი, ასევე ზომბების ბევრი ნაირსახეობაც. მოკლედ, არ მოიწყენთ.

აღსანიშნავია, რომ VRZ-ზე მუშაობა საკმაო ხანია მიმდინარეობს და 19 მაისამდე ის Steam-ზე საცდელი ვერსიის სახით იყო წარმოდგენილი, თანაც პოპულარობა არც მაშინ აკლდა, ჯერ კიდევ დასახვეწ თამაშს.

VRZ: Torment-ს არც საერთაშორისო აღიარება აკლია. 12 აპრილს მას ტალინში გამართულ Tallinn GameDev Days-ზე მეორე ადგილი ერგო. დადებითი გამოხმაურებაა უცხოურ პრესაშიც:

  • "Survive Purgatory In VRZ: Torment"
    - Review on VRZ: Torment Early Access, vrthegamers.com
  • "10 Best Oculus Rift Zombie Games"
    - VRZ being appreciated, vudream.com

 

თამაშის Press Kit აქაა ხელმისაწვდომი;

მწარმოებელი: StormBringer Studios

თამაშის საიტი: http://www.vrzgame.com/

ყიდვის გვერდი: http://www.vrzgame.com/Purchase.html

თამაში Steam-ზე

VRZ: Torment-ის ოფიციალური ფასი 19.99$-ია, თუმცა Steam-ზე ახლა 12.59$-ადაა ხელმისაწვდომი.

 

ჩვენ დიდ წარმატებას ვუსურვებთ StormBringer Studio-სა და მის გუნდს იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული თამაშების ექსპორტი ჰქვია, თქვენ კი VRZ: Torment-ის თრეილერს გიტოვებთ:

 

Posted

ძალიან კარგია, რომ ასეთი კომპანია არსებობს საქართველოში, მადლობა ამისთვის მათ და მადლობა ირაკლის. :) მათი პირველი თამაშიც მახსოვს

Posted

თუ არ დამზრახავთ ავპინავ :დ

Posted

კრეკი არის უკვე? თუ ესეც დენუვოზეა :D

ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია რომ არის ქართულ სივრცეში ასეთი მაღალი დონის თამაში, რათქმა უნდა ირაკლის და მისი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა! 

პ.ს. Player Unknown Battlegrounds-ვით გამართლდეს  თქვენი იმედები და გაყიდდვები!

Posted
13 hours ago, Save said:

კრეკი არის უკვე? თუ ესეც დენუვოზეა :D

შენ წარმოიდგინე, იმდენად პოპულარული თამაში გამოვიდა მართლა, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლიs ედო თავის ფბ-ზე, სკიდროუმ გაკრეკა :D 

ლაიფთაიმ ეჩივმენთია გეიმ დეველოპერებისთვის, გახარებული იყო თვითონაც ირაკლი :D 

Posted

ვაა ძალიან მაგარია, გამისწორდა იმედია ასე გააგრძელებენ !

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.