მარკო Posted May 4, 2017 Posted May 4, 2017 იყიდება უსერიოზულესი სარენდერო/სათამაშო/სარაზგონო/სასერვერო კომბო სოკეტ 1366 ზე დედაპლატა - ASUS P6T6 WS REVOLUTION პროცესორი - Intel® Xeon® Processor X5650 (6 ბირთვი, 12 ნაკადი, 12 MB ქეში) რაზგონის პოტენციალი 4.2 - 4.5 Ghz პროცესორის გაგრილება - Thermaltake Frio (CLP0564) ASUS P6T6 WS REVOLUTION - დედაპლატა TOP სერიის ერთერთი გამორჩეული მოდელია და ყველა იმ პროგრამული თუ დეტალური უზრუნველყოფითაა აღჭურვილი რაც TOP სერიის პლატას უნდა ახასიათებდეს ამ სოკეტზე. აქვს ოპერატიული მეხსიერების სამ არხიანი (Triple Channel) სისტემა. ხოლო ვიდეოკარტები SLI ის ან CrossFire ის შემთხვევაში მუშაობენ X16 რეჟიმში და არა X8 ში. კითხულობს როგორც ჩვეულებრივ i7 ებს ისე 6 ბირთვიან და ქსეონის პროცესორებსაც. ბიოსი განახლებულია ბოლო ვერსიაზე. დედაპლატას მოყვება უკანა პლანკა. პლატას აქვს 48 GB ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. გარდა ამისა პლატა გამოირჩევა რაზგონის (OverClock) ძალიან სერიოზული პოტენციალი, რაზეც მისი პროცესორის კვების ფაზების რაოდენობაც მიუთითებს 16 + 2, რითაც ყველაფერი ნათქვამია ამ პლატის რაზგონის პოტენციალის შესახებ. როგორც ხედავთ პლატა PCI სლოტების სიუხვითაც გამოირჩევა (6 PCI სლოტი), რაც იდეალური საშუალებაა მათთვის ვინც მაინინგით არის დაინტერესებული ასევე პლატაზე Asus - ის ლოგოსთან დატანებულია პატარა ლედ ნათურებიც, რომელიც ესთეტიკური თვალსაზრისით ძალიან ლამაზად ანათებს პლატა მისწრებაა მათთვის ვინც რენდერზე, გრაფიკაზე, მონტაჟზე ან მსგავსი სახის პროგრამებზე მუშაობს. მოკლედ პლატის მიმოხილვაზე ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ისედაც ნათლად ჩანს თუ რა მოზვერია Intel® Xeon® Processor X5650 - რაც შეეხება პროცესორს, პროცესორი არის 6 ფიზიკური ბირთვით, 12 MB ქეშით და 12 ნაკადით, რაც ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა კარგი სარენდერო თუ საგეიმერო სისტემისთვის. გარდა ამისა არის ძალიან გრილი და აქვს რაზგონის ძალიან სერიოზული პოტენციალი, კარგი გაგრილებით თავისუფლად დგება და სტაბილურად მუშაობს 4.2 - 4.5 Ghz ზე Thermaltake Frio (CLP0564) - რაც შეეხება პროცესორის გაგრილებას, იგი ყველასთვის კარგად ნაცნობი პოპულარული ბრენდის Thermaltake - ის პროდუქციიდანაა, რომლის კონსტრუქციაც და დიზაინიც სპეციალურად რაზგონის მოყვარულთათვის და ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. ამ გაგრილების საშუალებით თავისუფლად შესძლებთ ზემოთხსენებული პროცესორის (Xeon X5650 ) 4.2 - 4.4 Ghz მდე დარაზგონებას და უზრუნველყოფთ მის გრილ და სტაბილურ ტემპერატურას. დედაპლატის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე https://www.asus.com/Motherboards/P6T6_WS_Revolution/]https://www.asus.com/Motherboards/P6T6_WS_Revolution/[/URL პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე http://ark.intel.com/products/47922/Intel-Xeon-Processor-X5650-12M-Cache-2_66-GHz-6_40-GTs-Intel-QPI]http://ark.intel.com/products/47922/Intel-...0-GTs-Intel-QPI[/URL პროცესორის გაგრილების დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე http://ru.thermaltake.com/products-model.aspx?id=C_00001600]http://ru.thermaltake.com/products-model.aspx?id=C_00001600[/URL გაყიდვისას კომბო დაიტესტება მყიდველთან ერთად ფასი არც მეტი არც ნაკლები 650 ლარი ! ! !
მარკო Posted May 17, 2017 Author Posted May 17, 2017 ახალი ფასები პლატა - პროცესორი - 500 ლარი პლატა - პროცესორი - პროცესორის გაგრილება - 600 ლარი
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.