მარკო Posted April 14, 2017 Posted April 14, 2017 იყიდება სერიოზული სარენდერო/სათამაშო/სარაზგონო კომბო სოკეტ 1366 ზე, Asus Sabertooth X58 - 12GB RAM 1600 Mhz - Intel® Core™ i7-950 - Thermaltake Frio (CLP0564). ყველა ნაწილი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდეა დატესტილი და იდეალურ მდგომარეობაშია. Asus Sabertooth X58 - დედაპლატა TOP სერიის ერთერთი გამორჩეული მოდელია და ყველა იმ პროგრამული თუ დეტალური უზრუნველყოფითაა აღჭურვილი რაც TOP სერიის პლატას უნდა ახასიათებდეს ამ სოკეტზე, მათ შორის Sata 3, USB 3.0 და ა.შ. კითხულობს როგორც ჩვეულებრივ i7 ებს ისე 6 ბირთვიან და ქსეონის პროცესორებსაც. აქვს ოპერატიული მეხსიერების სამ არხიანი (Triple Channel) სისტემა. ხოლო ვიდეოკარტები SLI ის ან CrossFire ის შემთხვევაში მუშაობენ X16 რეჟიმში და არა X8 ში. გარდა ამისა პლატას აქვს რაზგონის (OverClock) ძალიან სერიოზული პოტენციალი, ხოლო მისწრებაა მათთვის ვინც რენდერზე ან მსგავსი სახის პროგრამებზე მუშაობს. ბიოსი განახლებულია ბოლო ვერსიაზე. პლატას მოყვება ორიგინალი ყუთი, საინსტალაციო დისკი, საბუთები და უკანა პლანკა (Backplate) Intel® Core™ i7-950 - რაც შეეხება პროცესორს, პროცესორი არის 4 ფიზიკური ბირთვით, 8 MB ქეშით და 8 ნაკადით, რაც ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა კარგი სარენდერო თუ საგეიმერო სისტემისთვის. გარდა ამისა პროცესორს აქვს რაზგონის ძალიან სერიოზული პოტენციალი, კარგი გაგრილებით თავისუფლად დგება 4.3 Ghz ზე, რითაც i7 3770 ის დონე ხდება. ბოლომდე წურავს დღესდღეობით არსებული, ფაქტიურად ნებისმიერი ვიდეოკარტის შესაძლებლობებს, იდეალურია გეიმინგისთვის, რენდერისთვის და მსგავსი სახის პროგრამებზე სამუშაოდ. Thermaltake Frio (CLP0564) - რაც შეეხება პროცესორის გაგრილებას, იგი ყველასთვის კარგად ნაცნობი პოპულარული ბრენდის Thermaltake - ის პროდუქციიდანაა, რომლის კონსტრუქციაც და დიზაინიც სპეციალურად რაზგონის მოყვარულთათვის და ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. ამ გაგრილების საშუალებით თავისუფლად შესძლებთ ზემოთხსენებული პროცესორის (Intel® Core™ i7-950) 4.2 - 4.4 Ghz მდე დარაზგონებას და უზრუნველყოფთ მის გრილ და სტაბილურ ტემპერატურას. 12 GB RAM 1600 Mhz - როგორც სურათებიდან ხედავთ კომბოზე სამი სხვადასხვა ბრენდის ოპერატიული მეხსიერებაა აყენია, თუმცა მიუხედავად განსხვავებული მწარმოებლისა, მათი ერთი და იგივე სიხშირე და აქვთ სრულიად უპრობლემოდ ეთავსებიან ერთმანეთს. გარდა ამისა ოპერატიული მეხსიერების ყველა სლოტის შევსებით იქმნება ოპერატიული მეხსიერების სრულყოფილი სამარხიანი სისტემა, რაც სოკეტ 1366 ის ერთერთი დამახასიათებელი ხიბლიცაა. დედაპლატის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე https://www.asus.com/Motherboards/SABERTOOTH_X58/ პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე http://ark.intel.com/products/37150/Intel-Core-i7-950-Processor-8M-Cache-3_06-GHz-4_80-GTs-Intel-QPI პროცესორის გაგრილების დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე http://ru.thermaltake.com/products-model.aspx?id=C_00001600 გაყიდვისას კომბო დაიტესტება მყიდველთან ერთად ფასი არც მეტი არც ნაკლები 700 ლარი
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.