8826 Posted December 13, 2016 Posted December 13, 2016 გამარჯობა ხალხო, ლეპტოპი ამარჩევინეთ, დაახლოებით 3-4K - ში. რამოდენიმე მახასიათებელს დავწერ. სასურველია 13 ინჩიანი, I7 - ის მეექვსე ან მეშვიდე თაობის პროცესორით. RAM მინიმუმ 16 - ით. SSD თავისთავად ექნება ალბათ, მინიმუმ 256 მჭირდება, უფროსწორად ეს ზომა საკმარისია სრულიად. ჰო, და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა ბატარეის სიცოცხლეა, 10 - 12 საათი უნდა მუშაობდეს, ან მეტი. ეს ყველაზე მთავარია. თანაც ისეთი რომ ბატარეის ჩანაცვლება არ გამიჭირდეს, როცა მოკვდება. მინდა იყოს კომპაქტური, ძლიერი, სწრაფი, არ დამაღალატოს და რამე არ გაუჭირდეს. თამაშებისთვის არ მჭირდება, არც რაიმე რთული ოპერაციების შესასრულებლად. ყოველდღიური მოხმარებისთვის და რა თქმა უნდა კარგი ვიზუალით. მაქვს რამოდენიმე ვარიანტი მაგრამ დარწმუნებული არ ვარ და ამიტო ვწერ აქ, არ მინდა ფულის გადაყრა. ვარიანტები: 1. HP Spectre x360 2. Lenovo Yoga 900 ან 910 3. Asus Zenbook აქედან ყველაზე მეტად პირველს ვემხრობი, ბატარეის მუშაობის გამო, მაგრამ თქვენი შეფასება მჭირდება ან რამე უკეთესი მირჩიოთ. მადლობა ყველას.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.