Hugh.H Posted July 20, 2016 Posted July 20, 2016 გამარჯობა, მაინტერებს ღირს თუ არა დღეს Macbook Pro-ს ყიდვა დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში, i5 პროცესორით RAM 4GB, ძირითადად პროგრამებისთვის Photoshop და Premiere-საც თუ წაიღებს მთლად კარგი. ანუ მაინტერესებს ახალ OS X ზე როგორ მუშაობს 2012, 2013 წლის მოდელები, მსგავსი მონაცემებით. ძალიან თუ ჭედავს და ა.შ აი მაგალითად http://www.mymarket.ge/ka/product/view/9752406/ ან ეს http://www.mymarket.ge/ka/product/view/9738924/ თუ ესენი არა მაშინ იქნებ მირჩიოთ რა მინიმალური მონაცემები უნდა ქონდეს რო ნორმალურად იმუშაოს
Gadget Posted July 20, 2016 Posted July 20, 2016 OS X-ის აუცილებლობა თუ არ გაქ და ჩაკბენჩილი ვაშლის მუღამი სხვა ბრენდების უფრო ძლიერ ნოუთს დაითრევ მაგ ფასად. თანაც Premiere-ის გამოყენებას თუ აპირებ ოპერატიული 8გბ-ზე ნაკლები არანაირად არ გაწყობს, ერთხელ დამჭირდა მაგის გამოყენება და ჩემმა სისტემამაც გარეკა, არადა მარტივ რამეს ვჩალიჩობდი. აგერ 4 ბირთვიანი ი7 1000 ლარად http://www.mymarket.ge/ka/product/view/9753272/ და ესეც არ გაწყენს თუ გაქაჩავ http://www.mymarket.ge/ka/product/view/9728704/ ნუ პრემიერში სამუშაოდ 16გბ მაინც დაგჭირდება, 8გბ-თი თუ დაითრევ ეგეც დაითვალისწინე რომ სამომავლოდ მეორე 8 დაამატო.
Hugh.H Posted July 20, 2016 Author Posted July 20, 2016 კი ეგ ვიცი რომ ამ ფასში სხვა ფირმისას უფრო ძლიერს ვიყიდი, ამ Macbook-ისგარშემო მაინტერესებდა კითხვა უბრალოდ, თუ ღირდა ამის ყიდვა რაც დავდე ან თუ აქვს ვინმეს მსგავსი და როგორ მუშაობს, მადლობა პასუხისთვის, მარტო ოპერატიულის დამატება თუ უშველის კარგია
Barca Posted July 20, 2016 Posted July 20, 2016 Macbook ს თუ იყიდი Retina ეკრანით, თორემ ძველ მოდელებს სისტემის და აუდიოს გარდა სხვა რამე დიდი პლიუსი არ აქვს, ძველ მოდელს თუ იყიდი SSD უნდა ჩაამატო თორემ ჭედვები დაეწყება ეგეთ პროგრამებზე მუშაობისას
Hugh.H Posted July 21, 2016 Author Posted July 21, 2016 ვიყიდე უკვე, მადლობა გამოხმაურებისთვის, დახურეთ თემა
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.