Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ samsung-მა გამოუშვა ახალი თაობის SSD  სახელად PM971 - NVMe სტანდარტით BGA package-თ, რაც იმას გულისხმობს რომ ის იქნება დარჩილული პლატაზე, რაც რათქმაუნდა ართულებს დაზიანების შემთხვევაში მის გამოცვლას. ყველაზე განსაცვიფრებელი არის მისი ზომები. ის სიგრძეში მხოლოდ 2 სმ ხოლო სიგანეში 1.6 სმ-ა, სისქე კი 1.5 მმ. მისი წონა მხოლოდ 1 გრამია :D

f2f19635ffa4.png

მასში მოთავსებულია სამსუნგის 16 48 ფენიანი 256 gigabit-იანი V-NAND flash ჩიპი, ერთი 20 nm 4 Gb_იანი LPDDR4 DRAM ჩიპი და samsung-ს მაღალი წარმადობის კონტროლერი.

60c642544deb.png
მისი მოცულობა სულ 512 GB-ა. წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარეები შესაბამისად 1500 MB/s და 900 MB/s. შეგიძლიათ ასე წარმოიდგინოთ 5 GB-იანი ფილმის 3 წამში გადაწერა სხვაგან ან 6 წამში გადმოწერა ამ SSD-ზე. IOPS (input output operations per second) კი შესაბამისად 190K და 150K. ის ფიზიკური ზომებით 5-ჯერ პატარაა M.2 SSD-ზე და 2.5"-იან SSD-ს მოცულობაში 100 ასეთი ჩიპი ჩაეტევა.  ის იქნება წარმოდგენილი სამ ვარიანტად 512, 256 და 128 GB-იანები. გაყიდვები ამ თვეში დაიწყება.

224ab951ea48.png

ეს SSD გამოყენებას ჰპოვებს ულტრათხელ ლეპტოპებსა და მინი PC-ებში. ალბათ მობილურ ტელეფონებშიც ვიხილავთ მის შემცირებულ ვარიანტსაც ვგულისხმობ ნაკლებად ენერგომომთხოვნს, რომელიც უფრო დაბალ სიხშირეებზე და სიჩქარეებზე იმუშავებს. 

  • Upvote 5
Posted
4 minutes ago, მათე said:

ის იქნება დარჩილული პლატაზე, რაც რათქმაუნდა ართულებს დაზიანების შემთხვევაში მის გამოცვლას

აი ეს ტეხავს, ბიოსის ჩიპივით უნდა იყოს

  • 1 month later...
Posted

იტოკში ამ SSD-ს გაფუჭების შემთხვევაშ მაგარი ჩეპე იჩითება რა

Posted
5 hours ago, attacker bero said:

იტოკში ამ SSD-ს გაფუჭების შემთხვევაშ მაგარი ჩეპე იჩითება რა

კი, მაგრამ სამსუნგია ბოლო-ბოლო ოცზ, კინგსტონი ან მისთანები ხო არა :D

წესით საკმაოდ სანდო უნდა იყოს და სიცოცხლის ხანგრძლივობითაც არ მგონია სამსუნგისვე pro ვერსიის ssd-ებს ჩამორჩებოდეს.

Posted
11 hours ago, მათე said:

კი, მაგრამ სამსუნგია ბოლო-ბოლო ოცზ, კინგსტონი ან მისთანები ხო არა :D

წესით საკმაოდ სანდო უნდა იყოს და სიცოცხლის ხანგრძლივობითაც არ მგონია სამსუნგისვე pro ვერსიის ssd-ებს ჩამორჩებოდეს.

სამსუნგს უყვარს პატარა და მუშა :) ნუ სამსუნგი ზოგადათ ისეთი ბრენდია რო მაგათგან ყოველთვის კარგს,მუშას და დახვეწილ ნაწარმს უნდა ელოდე რა 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.