Jump to content

Recommended Posts

Posted

ჰოო, ესეთი რამე ჯერ არ გექნებათ ნანახი :)

იაპონურ კომპანია JAXA-ს წელს, თებერვალში ორბიტაზე გაუშვია რენტგენული ტელესკოპი Hitomi (ASTRO-H).

ზომები: 2.4 ტონა, 14 მეტრი.

ღირებულება: 286 მილიონი USD.

ახლა კი, გაუშვეს სოფტის აპდეიტი. ტელესკოპი დააპდეიტდა, მაგრამ პროგრამული ხარვეზის გამო, როცა მიმართულება უნდა შეცვლილიყო Markarian 205 გალაქტიკისკენ, Hitomi-ს სოფტმა მიიღო არასწორი სიგნალი, რომ თითქოს ის ბრუნავდა (რეალურად არ ბრუნავდა).

რეალურად, ტელესკოპი გაანადგურა იმ სისტემამ, რომელსაც ეს ბრუნვები უნდა დაეკომპენსირებინა. არასწორი სიგნალის გამო ჩაირთო ეს სისტემა და იმდენ ხანს ატრიალა ტელესკოპი ისეთი სიჩქარით, რომ ნაწილებად დაიშალა ატმოსფეროში.

აქაა დეტალური აღწერა, რა როგორ მოხდა: http://global.jaxa.jp/projects/sat/astro_h/files/topics_20160415.pdf

ეს კი თვითონ ამ განსვენებული ტელესკოპის საპრეზენტაციო ვიდეო:

წყარო: geek.com

  • Upvote 8
Posted

ტეხავს. ესეთი რამის გამო ასეთი ღირებულების პროექტის განადგურება

Posted

:( საცოდავი მეცნიერები. ერთი ქინძი პროგრამისტის გამო რამხელა შრომა და იმედები ჩაეყარათ წყალში

Posted

CV-ში დიდი შავი ხვრელი გაუჩნდათ მაგ პროგრამისტებს :)

ისე, მსგავსი შეცდომები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ნახევარი მილიარდის ღირებულების  სატელიტი, რომელიც რაკეტაში უნდა ჩაეტვიირთათ ლაბორატორიაში (სადაც აწყობდნენ) გადაუყირავდათ, თუმცა მისი აღდგენა და ორბიტაზე გაშვება მაინც მოხერხდა

https://www.spaceflightnow.com/delta/d338/090201preview.html

noaanprime1.jpg

Posted
2 hours ago, gio_kiborg said:

არამარტო პროგრამისტებს. ვისაც ტესტირება ევალებოდა იმ სოფტის კიდევ და ა.შ. :) 

ესენი კიდევ კარგად გამომძვრალან, შენახვის ბიუჯეტი დაუხარჯავთ აღდგენაზე.

Posted

მსგავსი პრობლემებია ზოგჯერ კიდევ მაგალითად, როდესაც ევროპელი და ამერიკელი პროგრამისტების ან მეცნიერების ჯგუფი მუშაობს ერთ პროექტზე:

ამერიკელები მეათედების გამოსაყოფად წერტილს იყენებენ, (რაც მეც მომწონს და მასე ვიყენებ ხშირად) თუმცა ევროპაში მძიმეც გამოიყენება

წერტილის და მძიმის არევამ კოდში რა შეიძლება გამოიწვიოს ხომ გაქვთ წარმოდგენა

ასევეა ტემპერატურასა და (ცელსიუსი-ფარენჰეიტი) მანძილის (მილი-კილომეტრი) ასევე დროითი სარტყელების გამოყენებისას, განსაკუთრებით თუ Daylight Saving -ის გამო საათების გადაწევა გადმოწევა ხდება, ან მათი წესები იცვლება....

მოკლედ ნათქვამი როა

შარო საიდან მოდიხარო რა :)

Posted
1 hour ago, gio_kiborg said:

მარტო უცხოელებში კი არა აქაც ბევრჯერ ყოფილა ეგ პრობლემა(პიდადად ჩემ პრაქტიკაშიც) და იმენა ცხოვრებას ართულებს :D სერვერზე datetime-ის კონვერტაცია რომ სხვა ფორმატითაა და კლიენტის მხარეს სხვა ფორმატით, ტესტირებისას ძაან რთული აღმოსაჩენია თუ იმენა მაგას არ ამოწმებ, და ისეთ დროს შეიძლება გამოხტეს, რომ დედა მოედღნას ვაფშე ყველაფერს :D 
წერტილზე და მძიმეზეც, decimal-იც ძაან პრობლემატურია. ერთი შეხედვით ძალიან ელემენტარული შეცდომებია, მაგრამ მაგხელა პროექტში, როცა მეათასედი სიზუსტით უნდა დაითვალო ყველაფერი, ძაან უმნიშვნელო სხვაობა ყველაფერს აფუჭებს :დ წარმომიდგენია რა დონის ტესტირება ჭირდებათ საწ#$%ბს :დ

Posted

ვაა ტეხავს ძაან სოფტის გამო ასეთი ძვირადღირებული პროექტი რო განადგურდა. 7 საათი იშლებოდაო, რა საშინელი საათები იქნებოდა თან რო იცი რო იშლება ამოდენა თანამგზავრი და თან ვერ უკავშირდები რო გადაარჩინო.

წყაროს თემაზე კომენტარი :D

03e3791f7feb.jpg

  • Upvote 1
Posted

მომკალი და მეცინება :D

Posted

თან ამათ რომ აპდეიტი გაუშვეს, იმ დროს გაიარა სამხრეთ ატლანტიკური ანომალია ტელესკოპმა და კავშირიც გაწყვეტილა, მანუალ რეჟიმშიც ვერ გადავერთეთ დროზეო :) 

აპდეიტის გაშვების დროც არასწორად შეარჩიეს და ვერ გათვალეს თორემ მანუალ მოუდით უშველიდნენ კავშირი რომ ჰქონოდათ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.