Jump to content

Recommended Posts

Posted

იყიდება უსერიოზულესი სათამაშო/სარენდერო კომბო ახალი თაობის Haswell ის i7 ზე სოკეტ 1150 ზე. პროცესორი i7 4770 და TOP სერიის Gaming დედაპლატა MSI G65 Z87 Gaming სოკეტ 1150 ზე. ორივე დეტალი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდეა დატესტილი და მუშაა იდეალურ მდგომარეობაში.

როგორც აღვნიშნე პლატა მიეკუთვნება TOP სერიებს, რომელიც აღჭურვილია ყველა თანამედროვე პროგრამული თუ ტექნიკური უზრუნველყოფით, რომელიც უნდა ახასიათებდეს ამ დონის დედაპლატას ამ სოკეტზე. პლატა გამოირჩევა Gaming ისთვის დამახასიათებელი ლამაზი ვიზუალით და რაზგონის უსერიოზულესი პოტენციალით, გარდა ამისა პლატაზე არის ჩართვის, გადატვირთვის და რაზგონის ღილაკები (რომლებიც ძალიან ლამაზად ანათებენ, ისევე როგორც საუნდის მიკროჩიპი), რაც მისწრებაა მათთვის ვისაც ბენჩ კეისები აქვთ. რაც შეეხება ბიოსს და მის ფუნცქციებს, საკმაოდ მრავალფუნქციური, მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივი ბიოსი აქვს, რაც უფრო ადვილს ხდის როგორც OverClock ს, ისე თქვენთვის სასურველი პარამეტრების დაყენებას. ბიოსი დაფლეშილია ბოლო ვერსიაზე, შესაბამისად მიაქვს ყველა პროცესორი სოკეტ 1150 ზე. პლატას აქვს Msata პორტიც, რომელსაც ბევრ TOP სერიის პლატაზეც ვერ ნახავთ(იხილეთ სურათებში), გარდა ამისა აქვს 8 პორტი Sata 3 ზე და 6 USB, VGA, HDMI და DVI პორტები ინტეგრირებული ვიდეოკარტისთვის და ძალიან მაგარი ხმის კარტა. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ პლატა ფაქტიურად უხმარია, ახლისგან ვერც გაარჩევთ, მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი რაც ახალს დაწყებული ყუთით დამთავარებული უკანა პლანკით 

რაც შეეხება პროცესორს, Intel® Core™ i7-4770, როგორც აღვნიშნე პროცესორი უახლესი თაობისაა, რომელიც გამოირჩევა ძლიერი წარმადობით და ეფექტურობით. პროცესორი იდეალურია, როგორც Gaming ის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც დაკავებულია რენდერზე, გრაფიკულ პროგრამებზე ან მსგავსი სახის პროგრამებზე მუშაობით. პროცესორი ჯობია ისეთი მოდელებს, როგორებიცაა I7 2600, i7 3770, AMD FX 8350 და ა.შ

პროცესორს აქვს 4 ფიზიკური ბირთვი, 8 ნაკადი და 8 MB ქეში, რაც შეეხება სიხშირეს, სტოკზე 3.4 Ghz ია ხოლო ტურბო ბუსტით 3.9 Ghz ზე დგება. გარდა ამისა პროცესორს აქვს 32 GB ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და თავისუფლად კითხულობს ნებისმიერ მაღალსიხშირიან ოპერატიულ მეხსიერებას DDR3 ზე.

პროცესორს თავისუფლად შეუძლია დღეს არსებული ნებისმიერი ვიდეოკარტის შესაძლებლობების ბოლომდე გაწურვა, გარდა ამისა აქვს ძალიან 
მძლავრი ინტეგრირებული ვიდეოკარტა, რომელიც ფაქტიურად GT 630 ის დონისაა.

ფასი არც მეტი არც ნაკლები 980 ლარი

ასევე მყიდველის სურვილსამებრ შესაძლებელია 4, 8, 16 ან 32 GB ოპერატიულის დამატებაც ან სულაც მთლიანი სისტემის აწყობა ამ კომბოზე (ვიდეოკარტით, კეისით, კვების ბლოკით და ა.შ)

პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

http://ark.intel.com/products/75122/Intel-Core-i7-4770-Processor-8M-Cache-up-to-3_90-GHz

დედაპლატის დეტალური მონაცემები იხილეთ მოცემულ ბმულზე

https://ru.msi.com/product/motherboard/Z87-GD65-GAMING.html#hero-overview

336b2533218b.jpg

466b79b87710.jpg

0726d9349ea9.jpg

9fec15f2169b.jpg

d7286a47cf24.jpg

58e19cd574c2.jpg

23b2b402f3a3.jpg

0f17bf076c61.jpg

1f75b295b6d4.jpg

b248f5166879.jpg

48e3325f39b1.jpg

Posted

მარტო პროცესორს რამდენს აფასებ? :)

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.