მარკო Posted February 28, 2016 Posted February 28, 2016 იყიდება უსერიოზულესი სათამაშო/სარენდერო კომბო ახალი თაობის Haswell ის i7 ზე სოკეტ 1150 ზე. პროცესორი i7 4770 და TOP სერიის Gaming დედაპლატა MSI G65 Z87 Gaming სოკეტ 1150 ზე. ორივე დეტალი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდეა დატესტილი და მუშაა იდეალურ მდგომარეობაში. როგორც აღვნიშნე პლატა მიეკუთვნება TOP სერიებს, რომელიც აღჭურვილია ყველა თანამედროვე პროგრამული თუ ტექნიკური უზრუნველყოფით, რომელიც უნდა ახასიათებდეს ამ დონის დედაპლატას ამ სოკეტზე. პლატა გამოირჩევა Gaming ისთვის დამახასიათებელი ლამაზი ვიზუალით და რაზგონის უსერიოზულესი პოტენციალით, გარდა ამისა პლატაზე არის ჩართვის, გადატვირთვის და რაზგონის ღილაკები (რომლებიც ძალიან ლამაზად ანათებენ, ისევე როგორც საუნდის მიკროჩიპი), რაც მისწრებაა მათთვის ვისაც ბენჩ კეისები აქვთ. რაც შეეხება ბიოსს და მის ფუნცქციებს, საკმაოდ მრავალფუნქციური, მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივი ბიოსი აქვს, რაც უფრო ადვილს ხდის როგორც OverClock ს, ისე თქვენთვის სასურველი პარამეტრების დაყენებას. ბიოსი დაფლეშილია ბოლო ვერსიაზე, შესაბამისად მიაქვს ყველა პროცესორი სოკეტ 1150 ზე. პლატას აქვს Msata პორტიც, რომელსაც ბევრ TOP სერიის პლატაზეც ვერ ნახავთ(იხილეთ სურათებში), გარდა ამისა აქვს 8 პორტი Sata 3 ზე და 6 USB, VGA, HDMI და DVI პორტები ინტეგრირებული ვიდეოკარტისთვის და ძალიან მაგარი ხმის კარტა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ პლატა ფაქტიურად უხმარია, ახლისგან ვერც გაარჩევთ, მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი რაც ახალს დაწყებული ყუთით დამთავარებული უკანა პლანკით რაც შეეხება პროცესორს, Intel® Core™ i7-4770, როგორც აღვნიშნე პროცესორი უახლესი თაობისაა, რომელიც გამოირჩევა ძლიერი წარმადობით და ეფექტურობით. პროცესორი იდეალურია, როგორც Gaming ის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც დაკავებულია რენდერზე, გრაფიკულ პროგრამებზე ან მსგავსი სახის პროგრამებზე მუშაობით. პროცესორი ჯობია ისეთი მოდელებს, როგორებიცაა I7 2600, i7 3770, AMD FX 8350 და ა.შ პროცესორს აქვს 4 ფიზიკური ბირთვი, 8 ნაკადი და 8 MB ქეში, რაც შეეხება სიხშირეს, სტოკზე 3.4 Ghz ია ხოლო ტურბო ბუსტით 3.9 Ghz ზე დგება. გარდა ამისა პროცესორს აქვს 32 GB ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და თავისუფლად კითხულობს ნებისმიერ მაღალსიხშირიან ოპერატიულ მეხსიერებას DDR3 ზე. პროცესორს თავისუფლად შეუძლია დღეს არსებული ნებისმიერი ვიდეოკარტის შესაძლებლობების ბოლომდე გაწურვა, გარდა ამისა აქვს ძალიან მძლავრი ინტეგრირებული ვიდეოკარტა, რომელიც ფაქტიურად GT 630 ის დონისაა. ფასი არც მეტი არც ნაკლები 980 ლარი ასევე მყიდველის სურვილსამებრ შესაძლებელია 4, 8, 16 ან 32 GB ოპერატიულის დამატებაც ან სულაც მთლიანი სისტემის აწყობა ამ კომბოზე (ვიდეოკარტით, კეისით, კვების ბლოკით და ა.შ) პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე http://ark.intel.com/products/75122/Intel-Core-i7-4770-Processor-8M-Cache-up-to-3_90-GHz დედაპლატის დეტალური მონაცემები იხილეთ მოცემულ ბმულზე https://ru.msi.com/product/motherboard/Z87-GD65-GAMING.html#hero-overview
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.