Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ მეგობრებო. ერთი თვის წინ ვიყიდე ჩემი პირველი სმარტფონი, რომლის შესაძლებლობების გამოყენება მართლა მომინდა. და ამის გამო დავიწყე ვარიანტებზე ფიქრი. პირველი რაც მომეწონა, ეს იყო მობილურისთვის 128 ფლეშკის ყიდვა, რომელიც მალე შეიცვალა 2 ტერაბაიტიანი გარე ვინჩესტერის ყიდვის იდეით. ასევე ვაპირებდი 22000 მილიამპერიანი დამტენის ყიდვას. და პრაქტიკულად ჯიბეში მედებოდა 2 ტერაბაიტი ინფორმაცია, რომელსაც ნებისმიერ ადგილას მოვიხმარდი, რაც მართლა დაუჯერებელია, იმ შემთხვევაში თუ ხშირად გადიხარ ქალაქიდან. მარა ამ ყველაფერს აქვს თავის სერიოზული მინუსები. და ყველაზე ცუდი მათგანია, თვითონ გარე ვინჩესტერს, რომ თავისი ბატარია არააქვს. რის გამოც ტელეფონი ძალიან მალე ჯდება, რადგან თავისი ენერგიით უწევს ამ ორტერაბაიტიანი ვინტის ამუშავება. და ნუ ამ მომენტს რო მივხვდი ცოტა ხელი ჩავიქნიე. მაგრამ დაახლოებით იმავე წუთას, გავაძრე სასწაული რამ, მოწყობილობა რომელშიც გაერთიანებულია  Wi-Fi + HDD + SD card-ის ჩასადები და რაც მთავარია თავისივე ბატარია. ეს იმდენად მაგარი რამეა, რო ცოტა დაჯერებაც კი მიჭირს. აი რამდენიმე შესაძლო გამოყენების მაგალითს ჩამოვწერ, რაც თავში მომდის და თქვენთვითონ განსაჯეთ:
ვინც ხშირად დადიხართ პახოდში, წარმოიდგინეთ რო მიდიხარ ტყეში, ჩანთაში კი 2 ტერაბაიტი გიდევს, რომელზეც ლაშქრობის ყველა წევრს მიუწვდება ხელი. ყველანაირი შნურების გარეშე ზიხარ სადმე ცეცხლთან და უყურებ ფილმს, უსმენ მუსიკას, იღებ განუსაზღვრელი რაოდენომის ვიდეო მასალას, სურათს და რავი კიდევ მილიონი რამ.
ვთქვათ მგზავრობ  მარშუტკით, მიდიხარ სადმე შორს და ამასობაში მთელ მარშუტკას შეულია რო ისარგებლოს ვინჩესტერით.
და რაც მთავარია შეთვითონ ნებისმიერ დროს შეგილია ისარგებლო ამ მოწყობილობით, სადაც არ უნდა იყო, უბრალოდ ჩაიდებ კურტკის ჯიბეში, ან ჩანთაში და ეგაა.
დადგავ სახში და ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად ისარგებლებს რაღაც საერთო სივრცით.
SD კარტის სლოტის დახმარებით შეგილია უბრალოდ გადაიღო ძალიან დიდი რაოდენობით ვიდეო და იმ წამშივე გადაიტანო ვინჩესტერზე.
ერთი სიტყვით, ჭკვიანური გამოყენების კიდე უამრავი ვარიანტის მოფიქრება შეილება. მაგრამ ყიდვამდე საჭიროა მინუსების ცოდნა, 
მაგალითად კარგად მუშაობს თუ არა Wi-Fi?
დატვირთვის დროს და დატვირთვის გარეშე რამდენიხანი ძლებს ბატარია?
რა სისწრაფით ხდება ინფორმაციის გაცვლა Wi-Fi მეშვეობით?
დროთაგანმავლობაში ბატარია ხო არ კარგავს ძალას?
როგორი ტიპის დავარდნებს უძლებს და როგორ ვერა?
და მაინტერესებს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ამ ჯადოსნურ მოწყობილობას კიდე უფრო პრაკტიკულს გახდიდა - ხო არ შეილება მსგავსი გაჯეტით სხვა გაჯეტების დატენვა?

რავი ჯერჯერობით ეს კითხვები მაქ და პასუხები ენის ბარიერის გამო ვერ გავეცი. პლის ამას მაინტერესებს თქვენი შეხედულებაც და დარწმუნებულივარ რო დამეხმარებით.
 

 

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.